ოპოზიცია ახალ კოალიციას აყალიბებს

0
252

ოპოზიცია ახალ კოალიციას აყალიბებს. მასში 4 პარტია – “ნაციონალური მოძრაბა”, “ლელო საქართველოსთვის”, “გირჩი- მეტი თავისუფლება” და “დროა” გაერთიანდებიან, გაერთიანების მიზანია  საკონსტიტუციო ცვლილებები და ვადამდელი არჩევნების დანიშვნა,ხელისუფლების წინააღმდეგ შეტევა ერთიანი ძალებით. 

,,მოლაპარაკებები  მიმდინარეობს ყველასთან. ცხადია, ოპოზიციის დიდი ნაწილი შეთანხმდება საერთო გეგმაზე, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. „ნაციონალურ მოძრაობას“, რა თქმა უნდა, ექნება კამპანია „თავისუფლება მიშა სააკაშვილს“.  ვითანამშრომლებთ ყველასთან, ვისთანაც  სწორ პოზიციაზე შევჯერდებით,  ნებისმიერთან, ვინც თვლის, რომ ქვეყანაში სწრაფად უნდა დაინიშნოს ვადამდელი არჩევნები რადგან  ხელისუფლება მიტაცებულია, – ამბობს ენმ-ს წევრი, ლევან ხაბეიშვილი. 

საკონსტიტუციო ცვლილებების და ვადამდელი არჩევნების დანიშვნის მნიშვნელობაზე საუბრობს “გორჩი – მეტი თავისუფლების” ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძეც.

,,რაზეც შევთანხმდით არის ის, რომ  ქვეყნისთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია დარჩენილი ორი მოსმენით მიღებულ იქნას  საკონსტიტუციო ცვლილებები, რომელიც  საარჩევნო სისტემას სრულად პროპორციულს გახდის .ვინც  ფიქრობს, რომ ეს სწორი მოთხოვნაა , შეუძლიათ შემოგვიერთდეს – ამბობს ზურა ჯაფარიძე. 

კოალიციაში გაერთიანების წინააღმდეგია “ლეიბორისტული პარტია”. პარტიის წევრი, გიორგი გუგავა ახალ გაერთიანებას ყალბს უწოდებს და თვლის, რომ პარლამენტში შესულ ოპოზიციასთან თანამშრომლობა ვერ მოხერხდება. 

თუ პარლამენტში შესულმა ოპოზიციურმა პოლიტიკურმა პარტიებმა არ დატოვეს ეს პარლამენტი, ვადამდელი არჩევნების მიზანი მიღწეული ვერ იქნება,  აქედან გამომდინარე,  ჩვენ ყალბ, ცრუ, არასერიოზულ ქმედებებში მონაწილეობას არ მივიღებთ- განაცხადა გიორგი გუგავამ. 

 

წინა სტატიაიუსტიციის მინისტრის მუქარის მიუხედავად, მიხეილ სააკაშვილი საზოგადოებას კვლავ მშვიდობიანი პროტესტისკენ მოუწოდებს
შემდეგი სტატია,,რაც მეტი ხალხი მივა სასამართლო პროცესის დროს, მით ნაკლები იქნება აგრესია ხელისუფლების მხრიდან” – კობა ნაყოფიამ მესამე პრეზიდენტის გზავნილი გააჟღერა
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური