კობა ნაყოფია: ,,ამ ქვეყანაში დღის წესრიგს მიხეილ სააკაშვილი ქმნის, დღეს პრაქტიკულად, რეალურად, ადამიანი საპყრობილიდან მართავს ქვეყანას”

0
314

“ქვეყანა  გასათავისუფლებელია ამ რეჟიმისგან და ჩვენი თავისუფლებისთვის ბრძოლის ავანგარდში არის და იქნება მიხეილ სააკაშვილი” – “ნაციონალური მოძრაობის” აღმასრულებელი მდივანი, კობა ნაყოფია გორის სამხედრო ჰოსპიტალში მესამე პრეზიდენტთან შესახვედრად მივიდა.

მან გუშინ გამართულ სასამართლო პროცესს ისტორიული უწოდა და თქვა, რომ სამარცხვინოა, როდესაც ყველაზე წარმატებულ პრეზიდენტს ბიძინა ივანიშვილის სასამართლო ასამართლებს.

“გუშინდელი პროცესი ნამდვილად ისტორიული იყო , მიხეილ სააკაშვილს 2 თვის განმავლობაში პირველად მიეცა საზოგადოებასთან კომუნიკაციის საშუალება. ეშინოდათ მისი ხმის, ეშინოდათ მისი წერილების, ტელეფონის ზარების, ფანჯრიდან გადმოხედვის – ეს ყველას გვახსოვს და, ყველაფერს თავი რომ დავანებოთ,  გუშინ მას მიეცა შესაძლებლობა პირდაპირ ელაპარაკა ქართველ ხალხთან და საქართველოს საზოგადოებასთან, ეს ნამდვილად ისტორიული ფაქტია.

სამარცხვინოა, როდესაც ყველაზე წარმატებულ ადამიანს, ყველაზე წარმატებულ პრეზიდენტს, რომელმაც პრაქტიკულად შექმნა თანამედროვე ქართული სახელმწიფო, ასამართლებს ივანიშვილის სასამართლო”, – თქვა კობა ნაყოფიამ. 

იგი დარწმუნებულია, რომ მიხეილ სააკაშვილი მალე გათავისუფლდება რეჟიმის ტყვეობიდან და უშუალოდ შეუერთდება ბრძოლას საქართველოს თავისუფლებისათვის .

“ძალიან კარგად ახსნა მიხეილ სააკაშვილმა გუშინ ,,რომ  შეცდომებს არ უშვებს მხოლოდ ის,   ვინც არ მუშაობს,   მან თქვა, რომ შეიძლება ყოფილიყო გადაცდომები, მაგრამ პრეზიდენტი სააკაშვილი არ ყოფილა დამნაშავე და აი ეს არის აქ ყველაზე მთავარი. […]”

ჩემთვის საინტერესო იყო, რას იტყოდა მიხეილ სააკაშვილი, რომელიც პრაქტიკულად ყოველ დღე, ამ ქვეყანაში ქმნის დღის წესრიგს, დღეს პრაქტიკულად, რეალურად, ადამიანი საპყრობილიდან მართავს ქვეყანას”, – თქვა ნაყოფიამ. 

წინა სტატია,,დღეს პირისპირ ჩავხედე თვალებში მათ შიშს და გარდაუვალ დამარცხებას” – მიხეილ სააკაშვილი სასამართლო პროცესის შემდეგ
შემდეგი სტატიაგიგი უგულავას დაკავება პოლიტიკური დევნის ნაწილია – ადვოკატი გიორგი კონდახიშვილი
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური