,,დღეს პირისპირ ჩავხედე თვალებში მათ შიშს და გარდაუვალ დამარცხებას” – მიხეილ სააკაშვილი სასამართლო პროცესის შემდეგ

0
201

„დღეს, მადლობელი ვარ შესაძლებლობისთვის, მიმემართა ჩვენი ხალხისთვის. ყველამ იცის, რომ საქმეები ჩემს წინააღმდეგ შეთითხნილია და მე ციხეში არ უნდა ვიჯდე და კარგად დოკუმენტირებული ფაქტების შემდეგ საერთაშორისო პრაქტიკით დაუყოვნებლივ უნდა გავთავისუფლდე.

დღის ანეკდოტი კი ისაა, რომ სანამ მიტინგის დარბევის ბრალდებით მასამართლებდნენ, “ქართული ოცნება” დიდი აზარტით არბევდა სასამართლოსთან მიტინგს და სრულიად უსამართლოდ აპატიმრებდა მონაწილეებს, მათ შორის, ჩემს მეგობარ გიგი უგულავას, რომელსაც მხოლოდ რამდენიმესაათიანი ძებნის შემდეგ მიაკვლიეს მარნეულში”

 პრეზიდენტი აცხადებს, რომ მმართველ პარტიის რიგებში შიში დაინახა: „რაც არ უნდა ქნას “ოცნებამ”, დღეს, უკვე პირისპირ ჩავხედე თვალებში მათ შიშს და გარდაუვალ დამარცხებას. ეჭვი არ მეპარება, ქართველი ხალხი მალე დაასრულებს ივანიშვილის რეჟიმს!”, – აღნიშნავს სააკაშვილი.”, – ნათქვამია მიხეილ  სააკაშვილის განცხადებაში, რომელიც „ფეისბუკზე”, მის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა.

წინა სტატია France 24 მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესს გამოეხმაურა
შემდეგი სტატიაკობა ნაყოფია: ,,ამ ქვეყანაში დღის წესრიგს მიხეილ სააკაშვილი ქმნის, დღეს პრაქტიკულად, რეალურად, ადამიანი საპყრობილიდან მართავს ქვეყანას”
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური