ბესიკ თამლიანს გამოძიება პოლიციელისადმი წინააღმდეგობის გაწევასა და ძალადობას ედავება

0
259
აქტივისტ ბესიკ თამლიანს გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ დანაშაულს, პოლიციელისადმი წინააღმდეგობის გაწევასა და ძალადობას ედავება. მას 2-დან 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.ბესიკ თამლიანისთვის ბრალი ოფიციალურად ჯერ არ წაუყენებიათ. იგი 29 ნოემბერს საქალაქო სასამართლოსთან დააკავეს. მას პოლიციელები დაკავების დროს, სავარაუდოდ, ფიზიკურად გაუსწორდენენ.

თამლიანის ადვოკატი აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფის დაკავება და მის მიმართ საქმის აღძვრა  ყოვლად მიუღებელია რადგან პიროვნება მისული იყო კონსტიტუციით მინიჭებული პროტესტის გამოსახატად და ასე დაუდევრად მოექცნენ” –  ამბობს ადვოკატი.

მისივე  თქმით, ბესიკ თამლიანი უხეში ფორმით დააკავეს: “გარეგანი დათვალიერებით არ აღენიშნება, თუმცა ამბობს, რომ აქვს გვერდების ტკივილი. დავნიშნავთ ალტერნატიულ ექსპერტიზას და გავარკვევთ”.

წინა სტატია29 ნოემბრის მონაცემებით, დადასტურდა კორონავირუსის 5 050 ახალი შემთხვევა, გარდაიცვალა 80 ადამიანი
შემდეგი სტატია France 24 მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესს გამოეხმაურა
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური