ბესიკ თამლიანის დედა  ამბობს, რომ  მისი შვილი ნაცემია

0
400

სამოქალაქო აქტივისტის, ბესიკ თამლიანის დედა, რუსუდან თამლიანი  ამბობს, რომ  მისი შვილი ნაცემია.

 რუსუდან  თამლიანი ამბობს, რომ სამოქალაქო აქტივისტი იმ დროს სცემეს, როცა პოლიციელი მისთვის წიწაკის სპრეის შესხმას ცდილობდა.

ღამის პირველ საათამდე იქ ვიყავი, 2 სასწრაფო იყო მოსული, ძალიან არის ნაცემი. ძალიან ცუდად მოიქცნენ გუშინ პოლიციელები. სანამ ბაჩოსთან მივიდოდნენ, ოპერატორებს და ჟურნალისტებს წიწაკის სპრეი შეასხეს, ის ბიჭი თვითონ წაიქცა ბაჩოს არ წაუქცევია, წიწაკის სპრეი რომ უნდა შეესხა მეორეს, ამ დროს ჩამოხტა. დროშას მეც ვაფრიალებდი, მეც დამიჭირონ მაშინ. პოლიციელმა უკრაინის დროშა წაართვა და ფეხქვეშ გათელეს

ჩემი შვილი ფეხქვეშ გაიგდეს და წიხლები ურტყეს,სცემეს უმოწყალოდ დედისთვის როგორი ცუდია ამის ყურება, შენ თვალწინ გიკლავენ შვილს, ფეხებს უტყამდნენ “, – ამბობს რუსუდან თამლიანი.

ბესიკ თამლიანი გუშინ საქალაქო სასამართლოსთან,  სააკაშვილის პროცესის პარალელურად გამართულ აქციაზე დააკავეს. 

ბესიკ თამლიანი ამ დროისთვისი  მცხეთის იზოლატორში იმყოფება და მას ექსპერტიზა უნდა ჩაუტარდეს. გამოძიება მას 353-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს ედავება, რაც პოლიცელზე თავდასხმას გულისხმობს და 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
წინა სტატია” საუბარი იმაზე, შეძლებს თუ არა მესამე პრეზიდენტი 2 დეკემბრის სასამართლო პროცესზე მისვლას, ჯერჯერობით ადრეა 
შემდეგი სტატიაშარლ მიშელი: საქართველოს წინაშე დიდი გამოწვევებია, მათთან გამკლავების პროცესში ჩვენ დაჟინებულები და შეუპოვრები ვართ
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური