გიგი უგულავას დაკავება პოლიტიკური დევნის ნაწილია – ადვოკატი გიორგი კონდახიშვილი

0
231

გუშინ საქალაქო სასამართლოსთან დაკავებული გიგი უგულავა ამ დრომდე სასამართლო პროცესის მოლოდინშია. მას პოლიციელისადმი დაუმორჩილებლობას ედავებიან.

ადვოკატები არ გამორიცხავენ, რომ სასამართლო ჯარიმით არ შემოიფარგლოს და მას 15-დღიანი პატიმრობა შეუფარდონ.

ადვოკატი გიორგი კონდახიშვილი აცხადებს, რომ გუშინ,  საქალაქო სასამართლოსთან მოქალაქეების  და მათ შორის გიგი უგულავას დაკავება პოლიტიკური დევნის ნაწილი იყო.

,,გიგი უგულავა აბსოლუტურად უკანონოდ  არის დაკავებული, მას ედავებიან, რომ ჩაიდინა წვრილმანი ხულიგნობა და პოლიციელისადმი დაუმორჩილებლობა, ჯერ ერთი, წვრილმანი ხულიგნობა აბსურდია, არც შეურაცხყოფა მიუყენებია, არავისთვის  უგინებია, არც უცენზურო სიტყვებით მიუმართავს, იგი აკეთებდა პოლიტიკურ შეფასებებს.

ხელისუფლებამ ძალიან კარგად გადმოღო ჩვენი მეზობელი რუსეთის ფედერაციის მაგალითი  და ხდება მასობრივად დემონსტრანტების დაკავება, რომ მოქალაქეები დააშინონ, რომ აღარ გაბედონ  მონაწილეობა მიიღონ მშვიდობიან საპროტესტო აქციაში”,  – თქვა გიორგი კონდახიშვილმა. 

 ადვოკატის თქმით, დაცვის მხარემ მოიპოვა უწყვეტი მასალა, სადაც ჩანს, რომ გიგი უგულავას   პოლიციელისთვის შეურაცხყოფა არ მიუყენებია შეკრებისა და მანიფესტაციის კანონის შესაბამისად, თუკი მომიტინგეების რაოდენობა აჭარბებს იმ რაოდნეობას, რომლის განლაგება ფეხით სავალ ნაწილზე არის შეუძლებელი, მათ სრული უფლება აქვთ განლაგდნენ გზის სავალ ნაწილზე. ამის გამო პოლიტიკური ლიდერის დაკავება, მისი გადაყვანა ქალაქიდან  შორს მარნეულის იზოლატორში და შემდგომ საუბარი, რომ მასთან მიმართებით უნდა იქნას გამოყენებული ან ადმინისტრაციული პატიმრობა ან ჯარიმა არის აბსოლუტური უკანონობა.

 

 

 

წინა სტატიაკობა ნაყოფია: ,,ამ ქვეყანაში დღის წესრიგს მიხეილ სააკაშვილი ქმნის, დღეს პრაქტიკულად, რეალურად, ადამიანი საპყრობილიდან მართავს ქვეყანას”
შემდეგი სტატიაიმედა კლდიაშვილმა “გირჩი – მეტი თავისუფლება” დატოვა
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური