ტყიბულში, კარიერის ჩამონგრევის შედეგად დაშავებული მუშა საავადმყოფოში გარდაიცვალა

0
283

კაცი, რომელიც ტყიბულში კარიერის ჩამონგრევის შედეგად დაშავდა, გარდაიცვალა.

65 წლის ვიტალი ტურძილაძე ქუთაისის რეფერალურ ჰოსპიტალში, რეანიმაციულ განყოფილებაში იყო მოთავსებული. მას გულ-მკერდის და ფილტვების დაჟეჟილობა ჰქონდა და მართვით სუნთქვაზე იყო. ექიმების თქმით, მდგომარეობა კრიტიკული იყო და გადარჩენა ვერ მოხერხდა.

შეგახსენებთ, რომ ტყიბულში, ნახშირის ღია კარიერში დიდი რაოდენობით მიწის მასა ჩამოიშალა და ორი ადამიანი მოყვა. ამოყვანის სამუშაოები რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. ერთ-ერთი მათგანის გადარჩენა მაშველებმა ვერ შეძლეს. მომხდარზე გამოძიება 240-ე მუხლით დაიწყო.

წინა სტატიამიხეილ სააკაშვილი საკუთარ სასამართლო პროცესს დაესწრება
შემდეგი სტატიამიხეილ სააკაშვილი, სავარაუდოდ, სასამართლოში უკვე მიიყვანეს
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური