მთავარისიახლეებითბილისის საქალაქო სასამართლოსთან სამართალდამცავები არიან მობილიზებული

თბილისის საქალაქო სასამართლოსთან სამართალდამცავები არიან მობილიზებული

Published on

თბილისის საქალაქო სასამართლოსთან, სადაც დღეს 11:00 საათზე მესამე პრეზიდენტის პროცესი უნდა გაიმართოს სამართალდამცავების განსაკუთრებული მობილიზებაა. ადგილზე ცოტა ხნის წინ შევიდა პენიტენციური სამსახურის მანქანა, სპეციალური ესკორტით.

პოლიცია სასამართლოს შიდა და გარე პერიმეტრზეა განაწილებული. სასამართლო შენობის შესასვლელთან ბარიკადებიცაა აღმართული.

ადგილზეა ყვითელი ავტობუსი, კრიმინალური პოლიციის წარმომადგენლები, ე.წ. რობოკოპები.

შენობასთან მობილიზებულია წყლის ჭავლის მანქანაც.

ადგილზე პროცესის პარალელურად საპროტესტო აქციაა დაგეგმილი. 

სიახლეები

20 ნოემბრის დღის მეორე ნახევრიდან ამინდი გაუარესდება – სააგენტოს პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში 20 ნოემბრის დღის ბოლოდან 23 ნოემბრამდე და აღმოსავლეთ...

დაახლოებით სამი სართულის ნანგრევი ეყარა მას თავზე… ხელი როდესაც მოგვიჭირა მივხვდით, რომ კონტაქტური იყო -მეხანძრე-მაშველი 3 წლის თაიაზე

დაახლოებით სამი სართულის ნანგრევი ეყარა მას თავზე... ხელი როდესაც მოგვიჭირა მივხვდით, რომ კონტაქტური იყო ...

ალექსანდრე მუხაძეს უზენაესმა სასამართლომ 14-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის საჩივარი და პატიმრის წამებისთვის მსჯავრდებულ, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მე-8 დაწესებულების...

კორპუსის აფეთქებას ფონიჭალაში 6 ადამიანი ემსხვერპლა

ფონიჭალაში 19 ნოემბერს მომხდარ ტრაგედიას 6 ადამიანი ემსხვერპლა. დაღუპულები არიან: ხუთი შვილის დედა ნინო...