საქალაქო სასამართლოს შიდა ეზოში მედიის წარმომადგენლებს, აქტივისტებსა და პოლიტიკოსებს არ უშვებენ

0
259

საქალაქო სასამართლოს შიდა ეზოში მედიის წარმომადგენლებს, სამოქალაქო აქტივისტებსა და პოლიტიკოსებს არ უშვებენ.

თბილისის საქალაქო სასამართლოსთან, სადაც დღეს 11:00 საათზე მესამე პრეზიდენტის პროცესი უნდა გაიმართოს, სამართალდამცავების უპრეცედენტო მობილიზებაა.

პოლიცია სასამართლოს შიდა და გარე პერიმეტრზეა განაწილებული. სასამართლო შენობის შესასვლელთან ბარიკადებიცაა აღმართული. ადგილზეა წყლის ჭავლის მანქანაც.

როგორც ცნობილია, დღეს 11 საათისთვის საქალაქოსთან მესამე პრეზიდენტის მხარდამჭერები იკრიბებიან.

წინა სტატიამიხეილ სააკაშვილი, სავარაუდოდ, სასამართლოში უკვე მიიყვანეს
შემდეგი სტატია47 გარდაცვლილი და 1 954 ახალი შემთხვევა – 29 ნოემბრის კოვიდსტატისტიკა
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური