რაც ახლა ხდება, ეს ყველაფერი ერთად უნდა დავასრულოთ – მიხეილ სააკაშვილის მიმართვა დარბაზიდან

0
258

თუ თქვენ მოგენატრათ განვითარების ტემპი და დრაივი, თქვენი ქვეყნის სიამაყით განცდა, სითბო და სიყვარული, ის ყველაფერი, რაც ახლა ხდება, ერთად უნდა დავასრულოთ, – ამ შინაარსის განცხადება გააკეთა საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სასამართლოს დარბაზში, სადაც 2007 წლის 7 ნოემბრის მოვლენების გამო მის საქმეს განიხილავენ.

“მე მინდა დაგისვათ კითხვა. ეს რამდენიმე დღე ვიარე თავისუფლად საქართველოში, მქონდა საშუალება ადამიანებთან ურთიერთობის, ტყვედ აყვანის წინ და მე ვნახე, რომ ხალხი არის ძალიან დაღვრემილი, ხალხი არის ძალიან მოღუშული, პრაქტიკულად არ იღიმება, ხალხი არის ძალიან გაუბედურებული და მე მინდა გითხრათ თქვენ, ჩემო საყვარელო ქართველო ხალხო, მინდა გკითხოთ, არ მოგენატრათ თქვენი ქვეყნით სიამაყით განცდა? არ მოგენატრათ ტემპი და დრაივი განვითარების? არ მოგენატრათ სიახლე და აღმშენებლობა? არ მოგენატრათ სიყვარულო და სითბო? არ მოგენატრათ გამარჯვების ზეიმი? და თუ ეს ყველაფერი მოგენატრათ, მაშინ ის, რაც ახლა ხდება, ეს ყველაფერი ერთად უნდა დავასრულოთ…” განაცხადა მესამე პრეზიდენტმა.

სასამართლოს შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე და აღმაშენებლის ხეივანზე, სავალ ნაწილთან ახლოს, საპროტესტო და მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია მიმიდინარეობს, პერიოდულად ხდება დაპირისპირება სამართალდამცველებთან.

წინა სტატიალიბერთიმ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა [Video]
შემდეგი სტატია“ქართველმა ხალხმა გამოიტანა უკვე ვერდიქტი ამ საქმეზე” – მიხეილ სააკაშვილი 7 ნოემბრის საქმეზე
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური