ზუგდიდში მოშიმშილე დევნილები ხელისუფლებას უყურადღებობასადა გულგრილობაში ადანაშაულებენ

0
252

ზუგდიდში მოშიმშილე დევნილები ხელისუფლების მხრიდან უყურადღებობასა და გულგრილობაზე საუბრობენ. ყოფილი რაიონული საავადმყოფოს ეზოში გაშლილ კარავში სულ 4 ადამიანი შიმშილობს, მათგან ერთმა უკიდურეს ფორმას მიმართა და პირი ამოიკერა. მოშიმშილეების მონახულებაზე უარი თქვა და მათი პრობლემებით არ დაინტერესებულა გუშინ ზუგდიდში ჩამოსული ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა მინისტრის მოადგილე გიორგი წოწკოლაური. მოშიმშილეების მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა.
დევნილებთან ყოველდღიურ კონტაქტზე იმყოფება ,,სამეგრელოს ხმის,,დამფუძნებელი თენგიზ ჯგუშია, რომელიც საკითხის დეტალურად შესწავლას აპირებს.
ყოფილი რაიონული საავადმყოფოს შენობაში, რომელსაც სამხარაულს ექსპერტიზის დასკვნით მესამე ხარისხის ნგრევადი სტატუსი აქვს, სულ 8 დევნილი ოჯახი ცხოვრობს. ისინი 30 წელია გაუსაძლის პირობებში იმყოფებიან და საკუთარი ჭერის მოლოდინში არიან.

წინა სტატიადღეს გახდება ცნობილი, მიეცემა თუ არა პრეზიდენტ სააკაშვილს ხვალინდელ სასამართლო პროცესზე უშუალოდ დასწრების საშუალება  
შემდეგი სტატიასახელმწიფო კოსნილიუმიდან გორის ჰოსპიტალში ამ დრომდე არავინ გამოჩენილა, თუმცა სწორედ მათ დასკვნაზეა დამოკიდებული, მიიყვანენ თუ არა ექსპრეზიდენტს სასამართლოში
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური