,,სულაც რომ არ გვინდოდეს ჩვენ, ხალხი მაინც შეიკრიბება სასამართლოსთან მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად” – ზაალ უდუმაშვილი

0
300

ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, ზაალ უდუმაშვილი აცხადებს, რომ ხვალ, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესის პარალელურად, ხალხი ექსპრეზიდენტის მხარდასაჭერად სასამართლოს ეზოში შეიკრიბება.

“მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, რაც მიხეილ სააკაშვილი საქართველოში იმყოფება და რაც ჩვენ, როგორც ნაციონალური მოძრაობა, ასევე ოპოზიციის წარმომადგენლები და ასევე, ჩვენი თანამოქალაქეები აქციებს ვმართავთ, არცერთი შემთხვევა არ ყოფილა, რომ ჩვენ რაღაცნაირად ხელი შეგვეშალა სამართალდამცველებისთვის. თუნდაც მიხეილ სააკაშვილის გადაადგილების პროცესში

.

არც ხვალ ვგეგმავთ ჩვენ არაფერს, უბრაოდ, ბუნებრივია, როდესაც მიხეილ სააკაშვილი პირველად მივა სასამართლო პროცესზე, აქ, სულ რომ არ გვინდოდეს ჩვენ, ხალხი მაინც შეიკრიბება და მაინც მივა მიხეილ სააკაშვილი სმხარდასაჭერად”, — განაცხადა უდუმაშვილმა .

 

 

წინა სტატიაპერუში 7.5 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა
შემდეგი სტატია“ბატონი პრეზიდენტი მოუთმენლად ელოდება ხვალინდელ დღეს. ჯანმრთელობის მდგომარეობა ხელს უწყობს, რომ ხვალ იყოს სასამართლოში” – ნიკოლოზ ყიფშიძე
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური