სახელმწიფო კოსნილიუმიდან გორის ჰოსპიტალში ამ დრომდე არავინ გამოჩენილა, თუმცა სწორედ მათ დასკვნაზეა დამოკიდებული, მიიყვანენ თუ არა ექსპრეზიდენტს სასამართლოში

0
242

საბოლოო დასკვნა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის შესახებ სახელმწიფო კოსნილიუმმა უნდა დადოს, თუმცა დღეს ისინი გორის ჰოსპიტალში არ გამოჩენილან და ეს სავარაუდოდ იმიტომ ხდება, რომ მიხეილ სააკაშვილი   ხვალინდელ სასამართლო პროცესზე სწორედ ამ დასკვნის არარსებობის მიზეზით არ გადაიყვანონ.

“ემპათიას” ხელმძღვანელი ამ წუთებში სამ მედიკოსთან ერთად  გორის სამხედრო ჰოსპიტალში იმყოფებიან და  მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის შესახებ თავიანთ დასკვნას წერენ.

,,მიხეილ სააკაშვილს პოსტტრავმული, სტრესული აშლილობა აქვს, ეს კი გლდანის ციხეში შეყვანამ, წამებამ და არაადამიანურმა მოპყრობამ განაპირობა.ასევე არის ნევროლოგიური სიმპტომატიკა.  საუბარია ენცეფალოპატიაზე, ვერნიკეზე, რომელიც შიმშილობის შედეგია და პაციენტი საჭიროებს ხანგრძლივ სტაციონალურ, მულტიდისციპლინურ მკურნალობა-რეაბილიტაციას , ამიტომ მისი ციხეში დაბრუნება დაუშვებელი”- აცხადებს ცენტრ “ემპათიას” ხელმძღვანელი მარიამ ჯიშკარიანი. 

,,რაც შეეხება სასამართლოზე მესამე პრეზიდენტის დასწრების საკითხს, გადაწყვეტილებას მიხეილ სააკაშვილი თვითონ მიიღებს,  ას არ აღენიშნება იმდაგვარი ფსიქიკური აშლილობა, რომ ვერ წარდგეს სასამართლო პროცესზე” – განაცხადა ჯიშკარიანმა. 

ამ წუთებში მესამე პრეზიდენტთან მისი პირადი ექიმი, ნიკოლოზ ყიფშიძე იმყოფება.  

წინა სტატიაზუგდიდში მოშიმშილე დევნილები ხელისუფლებას უყურადღებობასადა გულგრილობაში ადანაშაულებენ
შემდეგი სტატიათუ სასამართლოს ჩატარება ისევ დაუსწრებლად სცადა, პოლიტიკური ფასი, რომლის გადახდა ხელისუფლებას  მოუწევს, ძალიან დიდი იქნება
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური