ოპოზიციამ ზუგდიდის პოლიციის სამმართველოს ” საჩუქრად” ბიძინა ივანიშვილის ფოტო მიუტანა: “ჩამოკიდეთ ეს სურათი კაბინეტში”

0
231

 ოპოზიციამ ზუგდიდის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან აქცია პერფორმანსი გამართა 

ისინი სამართალდამცავებს ძალის გადამეტებაში ადანაშაულებენ და ამბობენ, რომ შსს ბიძინა ივანიშვილის დაკვეთას ასრულებს. ანი წითლიძემ პოლიციის სამმართველოს “სიმბოლურ საჩუქრად” ბიძინა ივანიშვილის ფოტო მიუტანა: “ჩამოკიდეთ ივანიშვილის სურათი კაბინეტში”

„ჩვენ სიმბოლურად მოვუტანეთ ზუგდიდის პოლიციას საჩუქრად  იმ კაცის ფოტო, ვის დავალებასაც ისინი ასრულებენ

ბოლო დღეებში განვითარებულმა მოვლენებმა კიდევ ერთხელ გვაჩვენა, რომ ზუგდიდის პოლიცია იცავდა არა ზუგდიდელების ინტერესებს, არამედ იცავდა ერთი ადამიანის, ბიძინა ივანიშვილის და ერთი კონკრეტული პარტიის  – ქართული ოცნების ინტერესებს, როდესაც უკანონოდ გამოათრია საკრებულოს სხდომათა დარბაზიდან ჯერ მოშიმშილეები და შემდეგ,  გუშინ ათრია საკრებულოს არჩეული წევრები, გამოაძევა საკრებულოს სხდომიდან და დააკავა ისინი. ამიტომაც ყველაზე ლოგიკური იქნება, რომ მათ აქ ეკიდოთ არა სახელმწიფოს გერბი, არამედ ივანიშვილის ფოტო,  რადგან ისინი მას ემსახურებიან და   არა სახელმწიფოს,  აქცია-პერფორმანსით იმის თქმა გვსურდა,  რომ ივანიშვილს პოლიცია მიტაცებული აქვს.. “ –  განაცხადა ნაციონალური მოძრაობის წევრმა ანი წითლიძემ , რომელიც სამმართველოს შენობასთან ახალი საკრებულოს 4 წევრთან ერთად მივიდა. 

აქციის მონაწილეებს შენობასთან მობილიზებული დახვდათ პოლიცია. სამართალდამცველებმა ოპოზიციას არ მისცეს სურათის შენობაში შეტანის უფლება  და შენობის შესასვლელი გადაუკეტეს. წითლიძის თქმით, ეს ხელისუფლების პანიკაზე მიუთითებს.

 

წინა სტატიათუ სასამართლოს ჩატარება ისევ დაუსწრებლად სცადა, პოლიტიკური ფასი, რომლის გადახდა ხელისუფლებას  მოუწევს, ძალიან დიდი იქნება
შემდეგი სტატიადმანისთან მომხდარ ავტოავარიას ერთი ოჯახის 4 წევრი ემსხვერპლა
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური