მესამე პრეზიდენტის პალატის ფანჯარასთან აყენია მანქანა, რომელსაც მომაკვდინებელი გამოსხივება აქვს – გიორგი ჩალაძე

0
322

მიხეილ სააკაშვილის პალატასთან ძლიერი გამოსხივების სპეციალური ავტომობილია აღმოჩენილი. მსგავს მანქანას სპეცსამსახურები მობილური და სხვა საკომუნიკაციო სიხშირის ჩასახშობად იყენებენ, თუმცა მესამე პრეზიდენტის თანაგუნდელები ირწმუნებიან, რომ მოწყობილობა ადამიანის ჯანმრთელობისთვის საშიშია.

,,ჩვენი ქვეყნის მესამე პრეზიდენტის ფანჯარასთან აყენია მანქანა, რომელიც ასხივებს ელექტრომაგნიტურ ტალღებს. ეს არის რუსულად, ჩენი მთავრობისთის გასაგებ ენაზე, ე.წ. სისტემა “კუპოლი” ანუ გუმბათი.

მისი გამოსხივება მინიმუმ ასი მეტრის რადიუსით სიცოცხლის საფრთხეს უქმნის ყველა გარშემო მყოფს, სისხლის გათეთრებიდან დაწყებული ფსიქოლოგიური აშლილობით დამთავრებული.  ფანჯარასთან დღეს დაყენებულიმანქანის გამოსხივება კი ერთ კილომეტრზეა დაფიქსირებული. ასეთ გამოსხივებას  ამას შეუძლია მოკლას ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტი”,- განაცხადა გიორგი ჩალაძემ.

გიორგი ჩალაძემ სახალხო დამცველს და დიპლომატიურ კორპუსს საკითხის შესწავლისკენ მოუწოდა. 

წინა სტატიადმანისთან მომხდარ ავტოავარიას ერთი ოჯახის 4 წევრი ემსხვერპლა
შემდეგი სტატიაენმ-მ ხვალ, 29 ნოემბერს, დილის 11:00 საათზე, საქალაქო სასამართლოსთან შეკრება დააანონსა
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური