დმანისთან მომხდარ ავტოავარიას ერთი ოჯახის 4 წევრი ემსხვერპლა

0
251

დმანისთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს მსუბუქი მანქანა და სატვირთო შეეჯახა.

შემთხვევის შედეგად ოჯახის 4 წევრია დაღუპული.

გარდაცვლილები ერთი ოჯახის წევრები მამა, შვილი, რძალი და შვილიშვილი არიან. ამ წუთებში ადგილზე პოლიციაა მობილიზებული, ადგილზე ასევე სამაშველო სამსახურის თანამშრომლები იმყოფებიან.

გარდაცვლილები დმანისის სოფელი საფარლოს მცხოვრები არიან.

წინა სტატიაოპოზიციამ ზუგდიდის პოლიციის სამმართველოს ” საჩუქრად” ბიძინა ივანიშვილის ფოტო მიუტანა: “ჩამოკიდეთ ეს სურათი კაბინეტში”
შემდეგი სტატიამესამე პრეზიდენტის პალატის ფანჯარასთან აყენია მანქანა, რომელსაც მომაკვდინებელი გამოსხივება აქვს – გიორგი ჩალაძე
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური