დღეს გახდება ცნობილი, მიეცემა თუ არა პრეზიდენტ სააკაშვილს ხვალინდელ სასამართლო პროცესზე უშუალოდ დასწრების საშუალება  

0
247

დღეს გახდება ცნობილი, მოხდება თუ არა მიხეილ სააკაშვილის ეტაპირება თბილისის საქალაქო სასამართლოში  

მესამე პრეზიდენტს გორის სამხედრო ჰოსპიტალში დღეს მედიკოსები მოინახულებენ. ექიმებმა უნდა თქვან, შეძლებს თუ არა იგი   ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე სასამართლო პროცესზე დასწრებას.

ექიმების დასვნის შემდეგ ჯერი ხელისუფლებაზე იქნება. ადვოკატებს უჭირთ პროგნოზების გაკეთება გაბედავს თუ არა იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე  პრეზიდენტის სასამართლოში მიყვანას 

უფლებდამცველები სათადარიგო გეგმაზე საუბრობენ, იმ შემთხვევაში თუ ხელისუფლება მიხეილ სააკაშვილს საკუთარ სასამართლო პროცესზე დასწრების უფლებას არ მისცემს.

,,მოსამართლის სიტყვებზე ჩვენ რაღაც ილუზიები არ უნდა დავაშენოთ, იმიტომ, რომ კარგად უნდა გვახსოვდეს, რომ ამ მოსამართლის მონაწილეობით თითქმის ორი თვის განმავლობაში პროცესები არ ჩაინიშნა, მიუხედავად იმისა, რომ დაცვის მხარე ითხოვდა ამას და არც კი გამოუთქვამს აზრი, რომ არ შეიძლება ასე გაჭიმო და გააჭიანურო საქმე.

მთავარია ხელისუფლების გადაწყვეტილება, იმიტომ, რომ ეს არს წმინდა პოლიტიკური პროცესი და არა სამართლებრივი წარმოება. შესაბამისად, მიჭირს, რომ ამ მოსამართლის სიტყვები შევაფასო, იმიტომ, რომ მისდამი ღრმა პატივისცემის მიუხედავად, ის არ მიმაჩნია ადამიანად,რომელიც ამ საქმეს რეალურად წყვეტს და რეალურ გადაწყვეტილებას მიიღებს” – ამბობს შოთა თუთერიძე.  

ადვოკატი ბექა ბასილაია ამბობს, რომ ხელისუფლებას არ აქვს ლეგიტიმური საფუძელი, რომ მიხეილ სააკაშვილი სასამართლო პროცესზე არ მიიყვანოს. ,,ხელისუფლებას არ აქვს არცერთი  ლეგიტიმური საფუძველი, რომ უარყოს ჩვენი მოთხოვნა მიხეილ სააკაშვილის სასამართლო დარბაზში დასწრებასთან დაკავშირებით. ჩენ ველოდებით ექიმების მიერ მოწოდებულ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით თუ რამდენად მიზანშეწონილია მიხეილ სააკაშვილის გორის ჰოსპიტლიდან სასამართლო დარბაზში გადასვლა, – ამბობს ბექა ბასილაია. 

პირველი, ვინც დღეს მესამე პრეზიდენტს მოინახულებს მისი პირადი ექიმი, ნიკოლოზ ყიფშიძე იქნება, რის შემდეგაც მასთან “ემპათიას” მედიკოსები შევლენ. მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით საბოლოო დასკვნას კი ექიმების სახელმწიფო  კონსილიუმი გაასაჯაროვებს. 

წინა სტატიაისევ მიწისძვრა: წუხელ დმანისთან, დღეს ონთან
შემდეგი სტატიაზუგდიდში მოშიმშილე დევნილები ხელისუფლებას უყურადღებობასადა გულგრილობაში ადანაშაულებენ
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური