მთავარიUncategorized"ბატონი პრეზიდენტი მოუთმენლად ელოდება ხვალინდელ დღეს. ჯანმრთელობის მდგომარეობა ხელს უწყობს, რომ...

“ბატონი პრეზიდენტი მოუთმენლად ელოდება ხვალინდელ დღეს. ჯანმრთელობის მდგომარეობა ხელს უწყობს, რომ ხვალ იყოს სასამართლოში” – ნიკოლოზ ყიფშიძე

Published on

“ბატონი პრეზიდენტი ელოდება ხვალინდელ დღეს მოუთმენლად. ხვალ, თვითონ იხილავთ ალბათ, ყველა, როგორ არის […] ჯანმრთელობის მდგომაროება ხელს უწყობს იმას, რომ ხვალ იყოს სასამართლოში”, — განაცხადა მიხეილ სააკაშვილის პირადმა ექიმმა ნიკოლოზ ყიფშიძემ ცოტა ხნის წინ, გორის ჰოსტიპლის დატოვების შემდეგ.

რაც შეეხება გიორგი ჩალაძის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ექსპრეზიდენტის პალატასთან მდგარი მანქანის შესახებ, “რომელიც ასხივებს ელექტრომაგნიტურ ტალღებ“, ყიფშიძემ განაცხადა, რომ ფაქტს ვერც უარყოფს,  ვერ დაადასტურებს, თუმცა აღნიშნა, რომ მსგავსი გამოსხივება არა თუ სააკაშვილისთვის, არამედ ყველასთვის საშიშია.

ხვალ, 29 ნოემბერს, 11:00 საათზე თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის მორიგი სასამართლო პროცესი გაიმართება. აქციის პარალელურად ოპოზიციამ თბილისის საქალაქო სასამართლოსთან ექსპრეზიდენტის მხარდამჭერი აქცია დააანონსა. იქამდე, თავად სააკაშვილმა მხარდამჭერებს შეკრებისკენ მოუწოდა. ჯერჯერობით უცნობია, მისცემს თუ არა იუსტიციის სამინისტრო მას საკუთარ სასამართლო სხდომაზე დასწრების საშუალებას.

სიახლეები

ავსტრიის, გერმანიის, პოლონეთის და სლოვაკეთის რექტორთა კონფერენციები “ოცნების” განათლების რეფორმით შეშფოთებულნი არიან

ავსტრიის, გერმანიის, პოლონეთის და სლოვაკეთის რექტორთა კონფერენციები შეშფოთებულნი არიან უმაღლესი განათლების სექტორში მიმდინარე მოვლენებით რექტორთა...

რუსეთი უახლოეს წლებში ბალტიის ქვეყნების ოკუპაციისთვის ემზადება – ბუდანოვი

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს უფროსმა კირილ ბუდანოვმა განაცხადა, რომ რუსეთს ბალტიისპირეთის ქვეყნების...

ხანძარს დედა-შვილი ემსხვერპლა – შემთხვევა ჩხოროწყუში მოხდა

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში - სოფელ ხაბუმეში, საცხოვრებელ სახლში გაჩენილ ხანძარს დედა-შვილის სიცოცხლე ემსხვერპლა. არსებული ინფორმაციით, საცხოვრებელ...

ესპანეთში ლილუაშვილის გარემოცვის წევრი, ბიჭიკო პაიკიძე დააკავეს

გრიგოლ ლილუაშვილის გარემოცვის წევრი, ბიზნესმენი ბიჭიკო პაიკიძეს ესპანეთში დააკავეს - ამის შესახებ დღეს სასამართლო...