თუ სასამართლოს ჩატარება ისევ დაუსწრებლად სცადა, პოლიტიკური ფასი, რომლის გადახდა ხელისუფლებას  მოუწევს, ძალიან დიდი იქნება

0
262

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი შოთა თუთერიძე არ გამორიცხავს, რომ ხელისუფლება სასამართლო პროცესის ჩატარებას მესამე პრეზიდენტის დასწრების გარეშე შეეცადოს. უფლებადამცველი ამბობს, რომ სცენარის ამგვარი განვითარების შემთხვევაში მათ სათადარიგო გეგმა აქვთ. 

,,მიხეილ სააკაშვილის დასწრების ძალიან დიდი იმედი გვაქვს და ვფიქრობთ, რომ შესაძლებელია გონიერება ეყოს ხელისუფლებას და ადამიანის დაუსწრებლად გაამართლების  აბსურდული ტრადიცია არ გააგრძელოს , თუმცა დარწმუნებული ვარ იმაშიც, რომ ის  შეეცდება გამოიყენოს მის ხელთ  არსებული  ყველანაირი მექანიზმი,  რომ მიხეილ სააკაშვილის მიმართ განახორციელოს ფსევდო მართლმსაჯულება  და პროცესი ჩატარდეს მისი  დასწრების გარეშე. ასეთ შემთხვევაში,  პოლიტიკური ფასი, რომლის გადახდა ხელისუფლებას  მოუწევს, უბრალოდ ძალიან დიდი იქნება.” – განაცხადა შოთა თუთერიძემ.

მესამე პრეზიდენტის სასამართლო პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში ხვალ, 29 ნოემბერს არის ჩანიშნული.  

წინა სტატიასახელმწიფო კოსნილიუმიდან გორის ჰოსპიტალში ამ დრომდე არავინ გამოჩენილა, თუმცა სწორედ მათ დასკვნაზეა დამოკიდებული, მიიყვანენ თუ არა ექსპრეზიდენტს სასამართლოში
შემდეგი სტატიაოპოზიციამ ზუგდიდის პოლიციის სამმართველოს ” საჩუქრად” ბიძინა ივანიშვილის ფოტო მიუტანა: “ჩამოკიდეთ ეს სურათი კაბინეტში”
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური