28 ნოემბერი: დადასტურდა კორონავირუსის 3333 ახალი შემთხვევა, გარდაიცვალა 56 ადამიანი

0
253

ოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 3 333 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 5 052, ხოლო გარდაიცვალა — 56 ადამიანი.

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად  ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 36 951 კვლევა ტესტით, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით — 17 772, ხოლო PCR-ით — 19 179.

დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 9,02%, ბოლო 7 დღის — 8,94%, ხოლო 14 დღის — 8,98%.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 3 333 ახალი შემთხვევიდან:

თბილისში გამოვლენილია 1 333 შემთხვევა
აჭარა — 116;
იმერეთი — 617;
ქვემო ქართლი — 202;|
შიდა ქართლი — 254;
გურია — 100;
სამეგრელო-ზემო სვანეთი — 302;
კახეთი — 178;
მცხეთა-მთიანეთი — 64;
სამცხე-ჯავახეთი — 142;
რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი — 25.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 47 176, საიდანაც 6 533 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში. მათ შორის, მძიმე პაციენტია 1 649, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე კი იმყოფება 363 ადამიანი.

1 150 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, 39 493 კი ვირუსის მკურნალობის კურსს საცხოვრებელ ბინაზე გადის. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 54 ადამიანი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 42 112 ადამიანი.

წინა სტატიაგაერთიანებულ სამეფოს შტორმმა გადაუარა
შემდეგი სტატიაისევ მიწისძვრა: წუხელ დმანისთან, დღეს ონთან
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური