პრეზიდენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და ის ემზადება სასამართლოზე დასასწრებად.- მიხეილ სააკაშვილის მკურნალი ექიმი ნინო გოგორიშვილი

0
283

მიხეილ სააკაშვილის მკურნალი ექიმი ნინო გოგორიშვილი სააკაშვილის გორის ჰოსპიტალში მონახულების შემდეგ ამბოს, რომ ამ დროისთვის მესამე პრეზიდენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და ის ემზადება სასამართლოზე დასასწრებად.

ექიმის თქმით, მიხეილ სააკაშვილი ენდოკრინოლოგებთან შეთანხმებულ მენიუს იღებს და მიმდინარეობს ძალების აღდგენა.

“დღეისთვის პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, აღენიშნება მცირე სისუსტე, ლაბორატორიული ანალიზები ნორმის ფარგლებშია, კვების რაციონი არის გაფართოებული და იკვებება თითქმის უკვე სრული მენიუთი, შედგენილია მენიუ ენდოკრინოლოგთან შეთანხმებით, ძალის აღდგენა მიდის, დაეწყო უკვე ფიზიკური გააქტიურება და ბატონი მიხეილი ემზადება სასამართლოსთვის. მე შემიძლია ვთქვა, რომ დღეისთვის მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, სასამართლო დღეს არ არის. ვფიქრობ იქნება [მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ისეთი, რომ შეძლოს სასამართლო პროცესს დაესწროს]”-ამბობს მიხეილ სააკაშვილის მკურნალი ექიმი ნინო გოგორიშვილი

დღეს მიხეილ სააკაშვილი ცენტრ ემპათიას დირექტორმა მარიამ ჯიშკარიანმაც მოინახულა, რომელმაც თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილს ჯანმრთელობის მდგომარეობა ხელს არ შეუშლის  დაესწროს სასამართლო პროცესს.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მომდევნო სასამართლო პროცესი 29 ნოემბერსაა დანიშნული. 

წინა სტატია,,მიხეილ სააკაშვილი სასამართლო პროცესს უნდა დაესწროს!” –   7 ნოემბრის საქმის განმხილველი ერთ-ერთი მოსამართლე ლიანა ორკოდაშვილი
შემდეგი სტატიათუ მიხეილ სააკაშვილს სასამართლოს სხდომაზე არ მოიყვანენ, ჩვენ ისევ არ განვიხილავთ საქმეს მის გარეშე”- მოსამართლე ორკოდაშვილი
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური