პრეზიდენტ სააკაშვილის დასწრებას სასამართლო სხდომაზე მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ხელს არ შეუშლის – ,,ემპათიას” პირველადი შეფასება .

0
234

ცენტრ “ემპათიას” ხელმძღვანელის მარიამ ჯიშკარიანისა და  ექსპერტების  რამდენიმესაათიანი შეხვედრა მიხეილ სააკაშვილთან  გორის სამხედრო ჰოსპიტალში  ცოტა ხნის წინ დასრულდა.

მარიამ ჯიშკარიანის თქმით, მიხეილ სააკაშვილი კვლავ საჭიროებს მკურნალობასა და რეაბილიტაციას,  მულტიდისციპლინური მიდგომას,  რაც საერთაშორისო სტანდარტებით არის გათვალისწინებული, მაგრამ  ჯანმრთელობის მდგომარეობა სასამართლო სხდომაზე მის დასწრებას ხელს არ შეუშლის.

ჩვენი მოსაზრებით, სასამართლო პროცესზე წასვლას ჯანრთელობის მდგომარეობა ხელს არ შეუშლის,. პაციენტი, რა თქმა უნდა, საჭიროებს მკურნალობას და რეაბილიტაციას, ჩვენ მკურნალობის თაობაზე კიდევ შევჯერდებით, ჩვენი რეკომენდაციები გვაქვს გამოკვლევასთან და მკურნალობასთან დაკავშირებით, თუმცა ეს მდგომარეობა მას ხელს არ შეუშლის სასამართლო პროცესზე წასვლაში”-თქვა მარიამ ჯიშკარიანმაჰოსპიტალის დატოვების შემდეგ.

მარიამ ჯიშკარიანის თქმით, ექსპერტები მიხეილ სააკაშვილს ხვალაც მოინახულებენ. და ამის შემდეგ   თავიანთ დასკვნას გაასაჯაროებენ.

მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი 29 ნოემბერსაა ჩანიშნული. ადვოკატების ინფორმაციით, მესამე პრეზიდენტს სასამართლო სხდომაზე დასწრება სურს, თუმცა უცნობია, მისცემს თუ არა პენიტენციური დაწესებულება მას ამის შესაძლებლობას.

 

წინა სტატია,,ფიზიკურად მხოლოდ იმიტომ გამისწორდნენ, რომ ჩხრეკა-დაკავებისას ივანიშვილს ვაგინე” – სასამართლომ ლექსო რაფავა პატიმრობაში დატოვა.
შემდეგი სტატია,,მიხეილ სააკაშვილი სასამართლო პროცესს უნდა დაესწროს!” –   7 ნოემბრის საქმის განმხილველი ერთ-ერთი მოსამართლე ლიანა ორკოდაშვილი
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური