,,ფიზიკურად მხოლოდ იმიტომ გამისწორდნენ, რომ ჩხრეკა-დაკავებისას ივანიშვილს ვაგინე” – სასამართლომ ლექსო რაფავა პატიმრობაში დატოვა.

0
354

ხობის პოლიციის ყოფილი უფროსი ლექსო რაფავა სასამართლომ პატიმრობაში დატოვა. რაფავა ხობში არჩევნების მეორე ტურის წინ დააკავეს. მისი ადვოკატის თქმით, საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია და მას იარაღი სამართალდამცველებმა ჩაუდეს.

“სამწუხაროა სასამართლოს ის პოზიცია, რომ ლექსო რაფავა, ყოველგვარი ფაქტობრივი და ფორმალური საფუძვლების გარეშე პატიმრობაში დატოვა. მან გაიზიარა ბრალდების მხარის პოზიცია, თითქოს, ლექსო რაფავა გაანადგურებს ნივთმტკიცებულებებს. ახლა როგორ წარმოუდგენიათ, ნივთმტკიცება, რომელიც თავად პოლიციამ ჩაუდო ბინაში და მერე თითქოს ჩხრეკისას ამოიღო, პოლიციის დეპარტამენტში ინახება, როგორ უნდა გაანადგუროს”,- ამბობს ადვოკატი, დათა ახალაია მთავარი არხის ჟურნალისტ ემა გოგოხიასთან საუბრისას.

ცეცხლსასროლი იარაღის ჩადებაზე საუბრობს რაფავას ოჯახიც. მისი მეუღლის თქმით, ის პირადად შეესწრო, როგორ შეიტანეს სამართალდამცველებმა სახლში იარაღი.

ამასთან, ოჯახის წევრები ამბობენ, რომ დაკავებისას პოლიციამ რაფავაზე ფიზიკურად იძალადა.

ხობის პოლიციის ყოფილ უფროსზე ძალადობის ფაქტს ადასტურებს პოლიციის განყოფილებაში გადაღებული კადრებიც, რომლებიც დღეს გასაჯაროვდა. საჯარო გახდა, რაფავას ჩვენებაც, რომელშიც ის ყვება, როგორ გაუსწორდნენ სამართალდამცველები მას ივანიშვილის გინების გამო.

როგორც რაფავამ ჩვენებაში აღნიშნა, პოლიციამ დაკავებისას იარაღი მეუღლისა და არასრულწლოვანი შვილის თვალწინ ჩაუდო, თითქმის შიშველი ჩაიყვანა მეხუთე სართულიდან და ფიზიკურად მხოლოდ იმიტომ გაუსწორდა, რომ ივანიშვილს აგინა:

მე ვარ იმ უსამართლო პოლიტიკის მსხვერპლი, რასაც ხელისუფლება ატარებს განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების მქონე თადარიგის ოფიცრების მიმართ. ავტომატური ცეხცლსასროლი იარაღი და ხელყუმბარები, რაც 2011 წლის 21 ოქტომბერს ჩემი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის დროს ამოიღეს, მე არ შემიძენია და არც შემინახავს, ის თავად პოლიციამ შეიძინა მართლსაწინააღმდეგოდ ჩემი განეიტრალების მიზნით. ჩემი მეუღლისა და 13 წლის შვილის თანადასწრებით ჩამიდეს ბინაში.

მთელი ჩემი ცხოვრება ვემსახურე ქართულ სახელმწიფოს, მიბრძოლია მისი თავისუფლებისა და სახელმწიფოებრივი დამოუკიდებელი განმტკიცებისთვის. ვიცავდი საზოგადოებრივ უსაფრთხოებასა და მართლწესრიგს და ვიბრძოდი დამნაშავეები წინააღმდეგ, მაგრამ სახელმწიფო (მისი ხელისუფლება), რომლის კანონიერ ინტერებსაც სიცოცხლისა და ჯანმრთელობის ფასად ვიცავდი, მომეპყრა როგორც დამნაშავეს დაკავების დროს, მომექცნენ არაადამიანურად და დამამცირებლად.

პირი, რომელიც ჩემი დაკავების ღონისძიების ერთ-ერთი ხელმძღვანელი იყო, შემდგომ გავიგე, ყოფილა შსს-ს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, თეიმურაზ კალანდაძე. სწორედ ეს იყო ის პირი, რომელმაც ჩემი დაკავების დროს იძალადა ჩემზე. ფაქტობრივად შიშველი ჩამომიყვანეს მეხუთე სართულიდან და სპეცრაზმის პიკაპის მანქანაში ჩაგდების დროს სახის არეში გამარტყა ხელი და სისტემატიურად მაგინებდა იმის გამო, რომ ვაგინებდი ბიძინა ივანიშვილს და იმ პირებს, ვინც ბრძანება გასცა ჩემი ასეთი ბინძური მეთოდით დაკავების.

ჩემს მიმართა არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობა გაგრძელდა სენაკის პოლიციაშიც, სადაც ღირსების შემლახავი ფორმით შემიყვანეს სწორედაც თეიმურაზ კალანდაძის დავალებით”, – წერია ჩვენებაში

ცნობისთვის, ხელისუფლებამ ყოფილი ძალოვნების წინააღმდეგ სპეცოპერაციების სერია ოქტომბერში, არჩევნების მეორე ტურამდე ერთი კვირით ადრე დაიწყო. რაფავას დაკავების შემდეგ, გაჩხრიკეს კიდევ ერთი ძალოვანის, რუსლან შამახიას სახლი სენაკში, საიდანაც სანადირო თოფები წაიღეს. იმავე დღეს, თბილისში კიდევ ერთი ყოფილი ძალოვანი, კუდ-ის უფროსის ყოფილი მოადგილე გიორგი დათიაშვილი დააკავეს.

წინა სტატიახალხი არაფერს გააკეთებს ისეთს, რომ  პრეზიდენტს საფრთხე შეექნას-  შეკრებები სასამართლო პროცესის მიმდინარეობისას იქნება   მშვიდობიანი
შემდეგი სტატიაპრეზიდენტ სააკაშვილის დასწრებას სასამართლო სხდომაზე მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ხელს არ შეუშლის – ,,ემპათიას” პირველადი შეფასება .
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური