,,ნუ ეძებთ კატას ბნელ ოთახში, მითუმეტეს როცა ის იქ არაა” – გიგი უგულავა მოსამართლე ორკოდაშვილზე

0
257
,,ნუ ეძებთ კატას ბნელ ოთახში, მითუმეტეს როცა ის იქ არაა”- წერს ფეისბუქზე გიგი უგულავა მოსამართლე ორკოდაშვილზე, რომლის ინტერვიუებმა მალემრწმენ ადამიანებს აღუძრა იმედი, რომ უსამართლო სასამართლოშიც შეიძლება გამოჩნდეს კეთილსინდისიერი მოსამართლე.
,,პასუხად მიხეილ სააკაშვილის (და სხვათა შორის ჩემი) სამკაციანი კოლეგიის ერთ ერთი წევრი მოსამართლის ლიანა ორკოდაშვილის გაფეტიშების შესახებ. თავს ნუ ვისულელებთ. ნუ მოვიქცევით წყალწაღებული რომ ხავსს ეკიდება ისე. ნუ შევიქმნით ცრუ მოლოდინებს. იქ ყველა ერთია და მათი სახელია მურუსიძე და ივანიშვილი.
პ.პ.ს. მართლა დიდი სირცხვილია მოსამართლის მხრიდან ტრაბახი იმაზე, რომ ციხეში მყოფ მსჯავრდებულს წინასწარი პატიმრობა მოუხსნა. სტანდარტული პროცედურაა ეგ უკვე დიდი ხანია და არაფერი “საგმირო” იმ დღეს არ უქნია სასამართლოს,  როგორც ამას ქალბატონი ორკოდაშვილი გვასაღებს ნოდარ მელაძის შაბათის გადაცემაში” – წერს გიგი უგულავა
წინა სტატიაღარიბაშვილს უშვებენ, ვინ არის შესაძლო პრემიერი და რა კავშირი აქვს ივანიშვილთან და… განმუხურის ,,არაშენდა” სასტუმროსთან?
შემდეგი სტატიაწუხელ დმანისის სიახლოვეს სოფელ ირგანჩაისთან მიწისძვრა მოხდა
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური