,,მიხეილ სააკაშვილი სასამართლო პროცესს უნდა დაესწროს!” –   7 ნოემბრის საქმის განმხილველი ერთ-ერთი მოსამართლე ლიანა ორკოდაშვილი

0
316

მიხეილ სააკაშვილის 7 ნოემბრის საქმის განმხილველი ერთ-ერთი მოსამართლე ლიანა ორკოდაშვილი ამბობს, რომ სააკაშვილი სასამართლო პროცესს უნდა დაესწროს. 

მოსამართლის თქმით, არათუ პრეზიდენტი, არამედ რიგითი მოქალაქეც საკუთარ სასამართლო პროცესს უნდა ესწრებოდეს.

“რიგითი მოქალაქე რომ იყოს და არა საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მის გარეშეც მიზანშეწონილად არ მიმაჩნია საქმის განხილვა, მით უმეტეს როდესაც საუბარია საქართველოს მესამე პრეზიდენტზე”, – ამბობს პირველი ისნტანციის მოსამართლე ლიანა ორკოდაშვილი.

ორკოდაშვილის თქმით, მოსამართლეებს გაგზავნილი აქვთ მოთხოვნა, რომ სააკაშვილი სასამართლო პროცესს დაესწროს, თუმცა გადაწყვეტილებას პენიტენციური სამსახური იღებს, რომელმაც წინა სასამართლო სხდომაზე მოსამართლეებს შეატყობინა, რომ სააკაშვილს ჯანმრთელობის მდგომარეობისა და შესაძლო პროვოკაციების გამო სასამართლოს არ დაასწრებდნენ.

“ჩვენ მოგვივიდა ცნობა და იქ ეწერა, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არის გართულებული და მეორე ეწერა, რომ შეიძლება რაღაც პროვოკაციები იყოსო. ახლაც გაგზავნილი გვაქვს კანონის ყველა ნორმის დაცვით მოთხოვნა მისი სასამართლო პროცესზე წარმოდგენის თაობაზე. თუ მოსამართლეს გინდა, რომ სამართლიანად განიხილო საქმე, რა თქმა უნდა შენს ინტერესში ყოველთვის შედის, რომ ის ადამიანი ვის მიმართაც არის ბრალდება წაყენებული, თავისი საქმის განხილვაში თვითონ მონაწილეობდეს”, – ამბობს მოსამართლე.

როგორც ორკოდაშვილი ამბობს, მისთვის შემაშფოთებელია მიხეილ სააკაშვილის კადრების გავრცელება, საუბარია სააკაშვილის გლდანში მოტყუებით გადაყვანაზე.

მოსამართლე ლია ორკოდაშვილი, “შაბათის ეთერისთვის” მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში ამბობს, რომ უმძიმესი რეაქცია ჰქონდა კადრების ნახვის შემდეგ, სადაც მესამე პრეზიდენტი გლდანის ციხეში ძალით შეიყვანეს,  და ადამიანურად ძალიან განიცადა. მისი თქმით, რა კადრებიც საზოგადოებამ ნახა, მძიმეა სანახავია. 

,,როგორც ადამიანს და როგორც მოსამართლეს, ძალიან მძიმე რეაქცია მქონდა. ძალიან განვიცადე, მტერიც რომ მენახა ასეთ მდგომარეობაში, რა თქმა უნდა, როგორც ადამიანს, ყველა შემეცოდებოდა, წარმოუდგენელი რამეა, კვლელიც რომ იყოს ადამიანი, მისდამი მოქცევა გარკვეულ ფარგლებში უნდა იჯდეს”- აცხადებს მოსამართლე.

ლია ორკოდაშვილის მიერ მიცემული ინტერვიუ იძლევა გონივრულ ეჭვს, რომ სამართლებრივი რეაგირების გარეშე არ დარჩება არც პატიმრების ხელით მოწყობილი ფსიქოლოგიური ტერორი ე.წ. შუმოკი და კრიმინალური სუბკულტურის გარემოცვაში გლდანის ციხეში მიზანმიმართულად შეყვანილი პრეზიდენტი სააკაშვილი. 

ამ დროს ყველაფერს მნიშვნელობა აქვს, ყველაფერი უნდა გამოიკვლიო და თუ მიხვედი იმ დასკვნამდე, რომ ამ ყველაფერმა ამ ადამიანის ტანჯვა გამოიწვია, მაშინ რა თქმა უნდა მას მიეცემა შესაბამისი სამართლებრივი კვალიფიკაცია”- აცხადებს მოსამართლე.

მოსამართლე ორკოდაშვილს  სააკაშვილის ნახვა 20 წლიანი პაუზის შემდეგ მოუწევს, ამბობს, რომ მის ნახვას განსასჯელის სკამზე და ბრალდებულის სტატუსით ვერასოდესწაროიდგენდა.

 მათი გზები პირველად ორიათასიან წლებში გადაიკვეთა, როცა იუსტიციის მინისტრმა მიხეილ სააკაშვილმა სასამართლოს რეფორმა დაიწყო და ლია ორკოდაშვილი კაბინეტში დაიბარა. 

,,მითხრა შენი ბიოგრაფია და გამოცდილება ვნახეო. დაწინაურება უნდოდა. შემომთავაზა ვაკე საბურთალო ან კრწანისი და უარი ვუთხარი, მოსამართლეობა მინდოდა. ძალიან კარგი იყო რეფორმის პირველი წლები”- ამბობს მოსამართლე. 

ამასთან, ლიანა ორკოდაშვილს მოსამართლეთა კლანზე საუბარი არ სურს, რადგან, მისი თქმით, ეს მის კოლეგებთანაა დაკავშირებული.

“პოლიტიკაზე არ ვისაუბროთ ჩემი ადამიანური თვისებებიდან გამომდინარე, ჩემს კოლეგებთან რაც არის დაკავშირებული ამ საკითხებზე საუბარი არ მსურს და ცუდად არ ჩამითვალოთ” – ამბობს მოსამართლე.

 

 

 

წინა სტატიაპრეზიდენტ სააკაშვილის დასწრებას სასამართლო სხდომაზე მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ხელს არ შეუშლის – ,,ემპათიას” პირველადი შეფასება .
შემდეგი სტატიაპრეზიდენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და ის ემზადება სასამართლოზე დასასწრებად.- მიხეილ სააკაშვილის მკურნალი ექიმი ნინო გოგორიშვილი
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური