ხალხი არაფერს გააკეთებს ისეთს, რომ  პრეზიდენტს საფრთხე შეექნას-  შეკრებები სასამართლო პროცესის მიმდინარეობისას იქნება   მშვიდობიანი

0
226

გორის ჰოსპიტალში მიხეილ სააკაშვილთან ცენტრ “ემპათიას” ექსპერტთა ჯგუფი იმყოფება

ორგანიზაციის ხელმძღვანელი მარიამ ჯიშკარიანი სხვადასხვა პროფილის 8 ექიმთან ერთად შეაფასებს ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობას და დადებს დასკვნას, შეძლებს თუ არა იგი  სასამართლო სხდომაზე დასწრებას.

,,ადამიანის უფლებაა, რომ სასამართლოზე მიიღოს მონაწილეობა და თუკი მას აქვს გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღების უნარი, არავის აქვს უფლება, მათ შორის არც ექიმს, შეზღუდოს ეს უფლება”, – ამბობს მარიამ ჯიშკარიანი. 

 სააკაშვილის ჯანმრთელობას  ომბუდსმენის ინიციატივით შექნილი  ალტერნატიული კონსილიუმიც შეაფასებს;

დღეს გორის სამხედრო ჰოსპიტალში მიხეილ სააკაშვილთან სახელმწიფო კონსიულიუმის 2 წევრი იმყოფებოდა. კონსიულიუმი  ხვალ დადებს დასკვნას, რომლის მიხედვითაც გადაწყდება, რამდენად მზადაა მესამე პრეზიდენტი საკუთარ სასამართლო პროცესზე დასასწრებად.

ადვოკატების ინფორმაციით, ჯამრთელობის მდგომარეობის მიუხედავად, მიხეილ სააკაშვილი მზადაა, საკუთარ პროცესს დაესწროს. 

სააკაშვილის სურვილია დაესწროს სასამართლო პროცესს, არანაირი დამაბრკოლებელი გარემოება არ არსებობს საიმისოდ, რომ ხელისუფლებამ შეუზღუდოს მიხეილ სააკაშვილს დასწრების უფლება.

თუ სახელმწიფო  შეზღუდვას აპირებს იმის შიშით, რომ პრეზიდენტს ტრანსპორტირებისას და პროცესის მიმდინარეობისას  დიდძალი გულშემატკივარი  შეეგებება, უნდა ითქვს, რომ ხალხი არაფერს გააკეთებს ისეთს, რომ  პრეზიდენტს საფრთხე შეექნას-  შეკრება იქნება  მშვიდობიანი და  ეს არ უნდა გახდეს დაბრკოლება.

რაც შეეხება სამედიცინო მაჩვენებლებს, მიხეილ სააკაშვილი მიუხედავად იმისა, რომ  გადის რეაბილიტაციის პროცესს, აცხადებს, რომ  იპოვის თავის თავში ძალებს, იმისთვის რომ პროცესში მიიღოს მონაწილეობა”, – ამბობს ბექა ბასილაია.

წინა სტატიასაქართველოში ახალი შტამის გავრცელების შეფერხებისთვის ახალი რეგულაციები წესდება
შემდეგი სტატია,,ფიზიკურად მხოლოდ იმიტომ გამისწორდნენ, რომ ჩხრეკა-დაკავებისას ივანიშვილს ვაგინე” – სასამართლომ ლექსო რაფავა პატიმრობაში დატოვა.
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური