ზუგდიდში დაკავებული საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატი სასამართლომ ჯარიმის გარეშე გაათავისუფლა

0
407

ზუგდიდში, საკრებულოსთან მიმდინარე აქციაზე დაკავებული ოპოზიციონერი დეპუტატი, დავით ფიფია სასამართლომ ჯარიმის გარეშე გაათავისუფლა, რაც შეეხება მეორე დაკავებულს,  ენმ-ის მხარდამჭერ გენკა შელიას, ადვოკატები ამბობენ, რომ სასამართლო იძულებული იქნება მის მიმართაც ასეთივე გადაწყვეტილება მიიღოს.  

აღსანიშნავია, რომ ზუგდიდის საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატი, დავით ფიფია და სამოქალაქო აქტივისტი მაშინ დააკავეს, როდესაც ისინი საკრებულოსთან წარწერების გაკეთებას ცდილობდნენ. 

გამოძიება მათ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლს ედავება, რაც პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს. 

შეგახსენებთ, რომ დღეს  ზუგდიდში, წინა მოწვევის საკრებულომ მომდევნო წლის ბიუჯეტი დაამტკიცა. ზუგდიდის ბიუჯეტი 46 მილიონით განისაზღვრა. მათ შორის 24 მილიონი საჯარო მოხელეთა ხელფასებზე გადანაწილდა

საკრებულოს სხდომა ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა. ადგილზე აქტივისტებს მიტანილი ჰქონდათ ბანერები წარწერით “ბიუჯეტი დაუმტკიცეთ ნახვაწას”

 

წინა სტატიასასამართლოზე სააკაშვილის არდაშვების ყველა შესაძლო მიზეზი  იქნება ყურით მოთრეული და შიშის დემონსტრაცია ხელისუფლების მხრიდან
შემდეგი სტატიაიენს სტოლტენბერგი: მინისტერიალზე ალიანსის წევრები საქართველოსა და უკრაინასთან რეგიონში არსებულ სიტუაციას განიხილავენ
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური