მთავარისიახლეებიმსოფლიოვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინაში რუსეთის ჩართულობით სახელმწიფო გადატრიალება იგეგმება

ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინაში რუსეთის ჩართულობით სახელმწიფო გადატრიალება იგეგმება

Published on

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ჩართულობით უკრაინაში სახელმწიფო გადატრიალება იგეგმება.

როგორც ზელენსკიმ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, მისი ინფორმაციით გადატრიალება 1-2 დეკემბერს არის დაგეგმილი. მისივე თქმით, პუტჩის დაგეგმვაში ოლიგარქ რინატ ახმეტოვის გარემოცვაა ჩართული.

“მიმაჩნია, რომ ეს არის ოპერაცია უკრაინის წინააღმდეგ, რომელშიც ახმეტოვს ითრევენ. ეს მისი დიდი შეცდომა იქნება, რადგან ეს არის ომი შენი ქვეყნის, მოსახლეობის და პრეზიდენტის წინააღმდეგ, რომელიც ხალხმა აირჩია”, – თქვა ზელენსკიმ და ოლიგარქი პრეზიდენტის რეზიდენციაში სასაუბროდ მიიპატიჟა.

მისივე თქმით, იქ ქვეყნიდან გაქცევას არ აპირებს. ზელენსკი ამბობს, რომ უკრაინა რუსეთთან კონფლიქტის გამწვავებისთვის მზად არის, თუმცა “ის ყველაფერი რაც ახლა ხდება გაზვიადებაა”.

“მგონია, რომ ასეთი ალბათობა არსებობს, თუნდაც ყოველ დღე, მაგრამ მგონია, რომ ახლა, ბევრი მედია პლატფორმის მხრიდან გაზვიადება ხდება, თითქოს ხვალ ომი იქნება. უნდა იცოდეთ, რომ ჩვენ სრულად ვაკონტროლებთ ჩვენს საზღვრებს და სრულად ვართ მზაად ნებისმიერი ესკალაციისთვის”, – განაცხადა ზელენსკიმ.

ნოემბრის დასაწყისში ზელენსკიმ თქვა, რომ უკრაინის დასავლელმა პარტნიორებმა მიაწოდეს ინფორმაცია რუსი სამხედროების აქტიურ გადაადგილებაზე ქვეყნის საზღვრის გასწვრივ და მათ რაოდენობრივ ზრდაზე.

სიახლეები

საარსებო შემწეობის მიღება დაახლოებით, 35 000-მდე ოჯახს შეუწყდა

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, დაახლოებით 35 000-მდე ოჯახს საარსებო შემწეობის მიღება შეუწყდა - მიხელ სარჯველაძე...

“ქართველი მებრძოლების დევნა-TI-ის კვლევა

ქართველი მებრძოლების დევნა: ივანიშვილის მთავრობის და კრემლის საერთო ოპერაცია? - ამ სათაურით აქვეყნებს "საერთაშორისო...

ევროკომისიამ უკრაინას დრონებისა და რაკეტებისთვის €1.24 მილიარდი გადაურიცხა

ევროკომისიამ უკრაინას €90-მილიარდიანი სასესხო პაკეტის თავდაცვის კომპონენტიდან €1.24 მილიარდი გადაურიცხა, რაც უკრაინული კომპანიების მიერ...

საქართველოში მიზეზი პანიკისთვის არ არსებობს – სარჯველაძე რუსეთში ჭირის შემთხვევაზე

მიხეილ სარჯველაძე რუსეთში ჭირის შემთხვევას ეხმაურება, ამბობს, რომ საქართველოში "არავითარი მიზეზი რაიმე პანიკისთვის და...