ტიკარაძის განცხადებას ორი მწვანე პასპორტის შემოღებასთან დაკავშირებით მწვავე გამოხმაურება მოყვა

0
57

 ჯანდაცვის მინისტრმა გუშინ განაცხადა,  რომ საქართველო განსაკუთრებულია, სხვანაირი  და სწორედ ამის გამო ამოქმედდება ორი მწვანე პასპორტი.

სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია თვლის, რომ ჯანდაცვის მინისტრის განცხადება, დიდი ალბათობით, სარკაზმი იყო, თუმცა ამისი დრო არ არის.

 ,,უფრო იმპერატიული რიტორიკაა საჭირო ხელისუფლებისგან და სავალდებულო ვაქცინაცია შემოსაღები იმ ასაკობრივი ჯგუფებისა და კატეგორიის პირებისთვის, რაც ცივილიზებულ სამყაროში უკვე დამკვიდრებული პრაქტიკაა!

ჩემი კოვიდ ინფიცირებული მშობლები 10 დღეა, საავადმყოფოში წვანან. მათი კლინიკური მდგომარეობა ცუდი არ არის, მაგრამ, სუბიექტურად ძალიან სუსტად და ცუდად გრძნობენ თავს. საბედნიეროდ, აცრილები იყვნენ, თორემ წარმოდგენაც არ მინდა, როგორ ვიქნებოდით ახლა. 

ნინო ლომჯარია მიიჩნევს, რომ 60 წელს ზემოთ ყველა პირისთვის კოვიდის საწინააღმდეგო აცრა სავალდებულო უნდა გახდეს, რაც საერთაშორისო პრაქტიკაა.

ჩვენ უნდა გავიზიაროთ ის საერთაშორისო პრაქტიკა, რაც ამბობს, რომ 60 წლის ასაკის ზემოთ ყველა უნდა აიცრას, რომ კოვიდ გადატანილის იმუნიტეტი 6 თვე მუშაობს… არ შეიძლება, ასეთი ტანჯვისთვის გავწიროთ ჩვენი უფროსი თაობა, ექიმები, არ შეიძლება, პოლიტიკური მიზანშეწონილობა წონიდეს მეცნიერულ არგუმენტებს, ეს გაუგონარი ბოროტებაა! – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძეარ ეთანხმება საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას,  რომელიც კოვიდ-გადატანილებისთვის “უვადო მწვანე სტატუსის” მინიჭებას ითვალისწინებს. მისი განცხადებით, გადაწყვეტილება შესაცვლელია.

,,ჩვენც გვაქვს უკვე ქვეყანაში 5 000 შემთხვევა რეინფიცირების, ასე, რომ კოვიდის გადატანა, სამწუხაროდ, არ იძლევა გარანტიას იმის, რომ კოვიდი არ დაგემართება. კიდევ დაგროვდება სამეცნიერო მტკიცებულებები და იმედი მაქვს, რომ ეს შეიცვლება. ჩემი აზრით, შესაცვლელია”,- მიიჩნევს იმნაძე.

ამირან გამყრელიძემ თქვა, რომ იმ შემთხვევაში, თუ ქვეყანაში ორი კოვიდპასპორტის ვარიანტი შემოვა, მაშინ უვადო, მხოლოდ შიდა მოხმარებისთვის იქნება.

ცნობისთვის, საქართველოში შესაძლოა, 2 მწვანე პასპორტი ამოქმედდეს.  ​კოვიდგადატანილი მოქალაქეები, რომლებსაც ვაქცინის ორივე დოზა გაკეთებული არ აქვთ, საზღვარგარეთ “მწვანე პასპორტით” უვადოდ ვერ ისარგებლებენ.

 

წინა სტატიაბათუმის საკრებულოში ვითარება უკიდურესად დაძაბულია
შემდეგი სტატიაპრაქტიკულად “მთავარის” დახურვის შესახებ მიღებული გადაწყვეტილებაა, ჯარიმას არ გადავიხდით – ნიკა გვარამია
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური