თუ ოპოზიციის ერთი ნაწილი მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით გამართულ აქციებს არ შემოუერთდება, ეს ტრაგედია არ იქნება – ნუგზარ წიკლაური

0
276

თუ ოპოზიცია მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით გამართულ აქციებს არ შემოუერთდება, ეს ტრაგედია არ იქნება და მათთან თანამშრომლობას იმ საკითხებზე გავაგრძელებთ, რაც ყველასათვის ერთნაირად პრიორიტეტულია. – აცხადებს „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ნუგზარ წიკლაური

„მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით ჩვენ ვგეგმავთ აქციათა მთელ წყებას. პირველ აქციას იხილავთ სასამართლოსთან 29 ნოემბერს, მაგრამ იხილავთ შემდეგ ლამის ყოველდღიურ რეჟიმში სხვადასხვა აქციებს, საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში ,თუ ვინმე შემოუერთდება ამ ჩვენს აქციებს, ეს იქნება ძალიან კარგი, თუ ვინმე გადაწყვეტს, რომ ეს არ არის ისეთი მნიშვნელოვანი საკითხი, აქედანაც ახლა რამე ტრაგედიას ვერ დავხატავ.

მთავარი საკითხი, რაც არის მათთვისაც და ჩვენთვისაც, რაც გვაერთიანებს, ესაა ვადამდელი არჩევნები და ვადამდელ არჩევნებზე ვითანამშრომლებთ. ამიტომ ხელოვნურად რაღაც განხეთქილებების საბაბს ნამდვილად არ მისცემს არავის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა.

წინა სტატია,,ახლა ოპოზიციის ოპოზიციონერობა არის ბიძინა ივანიშვილის თამაში” – ნინო ბურჯანაძე
შემდეგი სტატიაიან კელი: სწორი იქნება აშშ-ს მთავრობამ ეჭვქვეშ დააყენოს საქართველოს ხელისუფლების ფინანსური მხარდაჭერა
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური