სასამართლოზე სააკაშვილის არდაშვების ყველა შესაძლო მიზეზი  იქნება ყურით მოთრეული და შიშის დემონსტრაცია ხელისუფლების მხრიდან

0
281

მესამე პრეზიდენტის ადვოკატის ბექა  ბასილაიამ ჰოსპიტალის დატოვების შემდეგ განაცხადა,  რომ მიხეილ სააკაშვილის მკაფიო პოზიციაა 29 ნოემბერს ჩანიშნულ სასამართლო პროცესს დაესწროს. 

“ის ითხოვს პროცესზე დასწრების უფლების რეალიზაციას. მართალია, პოსტტრავმული სინდრომი სახეზეა და დღეს ის სუსტად გამოიყურებოდა, თუმცა ეს არ შეიძლება იყომისი სასამართლოში გადაყვანის დაბრკოლება. შესაბამისად, მის ავადმყოფობაზე მითითება  არ იქნება სამართლებრივად საკმარისი საფუძველი.

ასევე ხელისუფლებამ შეიძლება თქვას, რომ  აქცია არის დაანონსებული და ამიტომ არ გადაგვყავსო. ეს შეკრება არის უაღრესად მშვიდობიანი. მსგავსი შეკრებები იმართება სხვადასხვა ქვეყანაში, მაგრამ პროცესები მიმდინარეობს და ბრალდებული პირები ჩვეულებრივად ესწრებიან პროცესს.

ამიტომ, ეს მიზეზი  იქნება ყურით მოთრეული და შიშის დემონსტრაცია ხელისუფლების მხრიდან.” – განაცხადა ბასილაიამ

 

წინა სტატია,,რეჟიმთან ბრძოლა პატივია,  ბრძოლა ყოველ დღე,  ყველა ქალაქში გაგრძელდება. ჩვენ ვმუშაობთ, რომ მეთოდურად ჩამოვშალოთ რეჟიმი – ნიკა მელია 
შემდეგი სტატიაზუგდიდში დაკავებული საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატი სასამართლომ ჯარიმის გარეშე გაათავისუფლა
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური