,,რეჟიმთან ბრძოლა პატივია,  ბრძოლა ყოველ დღე,  ყველა ქალაქში გაგრძელდება. ჩვენ ვმუშაობთ, რომ მეთოდურად ჩამოვშალოთ რეჟიმი – ნიკა მელია 

0
273

,,აქ ვინც ვართ, რომ შევიჭრათ, სახელმწიფო გადატრიალება იქნებ ხომ ქართული ოცნების ინტერპრეტაციით? არადა, შემთხვევით ამ ადამიანებმა ხო არ გადაატრიალეს სახელმწიფო წაღმა და უკუღმა მრავალჯერ? – ასე გამოეხმაურა ბათუმში მყოფი ენმ-ს თავმჯდომარე ნიკა მელია დღევანდელ მოვლენებს , რა დროსაც დაპირისპირებისა და პოლიციის ძალის ფონზე, 2022 წლის ბიუჯეტი ვადაგასულმა საკრებულომ დაამტკიცა.

მელიას თქმით, იმ დროს, როცა ბათუმში ეს მოვლენები მიმდინარეობდა და ვითარება უკიდურესად დაძაბული იყო, სამართალდამცველებმა ის ქობულეთში, გზაზე 40 წუთი “გადამოწმების მიზნით” შეაყოვნეს.

მელიამ ნუგზარ ფუტკარაძის შემთხვევაც გაიხსენა, რომელის ზეწოლისა და შანტაჟის მსხვერპლი გახდა და შესაბამისი აუდიოჩანაწერიც გააკეთა.

“მოდაშია ამ რეჟიმთან ბრძოლა, პატივია ამ რეჟიმთან ბრძოლა” -ამბობს მელია და უმაღლესი საბჭოს შენობასთან განლაგებულ პოლიციელებს მიმართავს. ის ამბობს, რომ სამართალდამცველები უკანონო დავალებებს ასრულებენ.

ბრძოლა ყოველ დღე,  ყველა ქალაქში გაგრძელდება და კულმინაცია იქნება იმ დროს, როდესაც საზოგადოება ჩათვლის საჭიროდ. ამ ყველაფრისთვის ჩვენ ვმუშაობთ, რომ მეთოდურად ჩამოვშალოთ რეჟიმი – ამბობს ნიკა მელია 

წინა სტატიავოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინაში რუსეთის ჩართულობით სახელმწიფო გადატრიალება იგეგმება
შემდეგი სტატიასასამართლოზე სააკაშვილის არდაშვების ყველა შესაძლო მიზეზი  იქნება ყურით მოთრეული და შიშის დემონსტრაცია ხელისუფლების მხრიდან
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური