“ნამდვილი ჟ’ანა დ’არკი ხარ” – მიხეილ სააკაშვილმა ანი წითლიძეს წერილი მისწერა

0
278

ნაციონალური მოძრაობის დეპუტატი ანა წითლიძე წერს, რომ მესამე პრეზიდენტისგან მიხეილ სააკაშვილისგან წერილი მიიღო, რომლის ფოტოსაც ის Facebook-ზე ავრცელებს.

,,ნამდვილი   ჟ’ანა  დ’არკი ხარ. ძალიან მნიშვნელოვანია შენი ბრძოლიუნარიანობა. მეც და უამრავ სხვა ადამიანს გვამხნევებს და ფრთებს გვასხამს. მომიკითხე მანდ ყველა.

მიხეილ სააკაშვილი”

როგორც წითლიძე წერს, მას ზუგდიდის საკრებულოსთან პოლიციის მიერ მოტეხილ თითზე ორი თვით ფიქსატორი, შემდეგ კი ოპერაცია დასჭირდება.

“აი, თითს რომ თაბაშირში გისვამენ, გეუბნებიან მოტეხვასთან ერთად მყესი გაქვს გაწყვეტილი და ოპერაცია დაგჭირდებაო. ამ დროს ამას რომ ჩაგიგდებენ, მანდ გავიწყდება თითიც, ტკივილიც, და საერთოდ რა მოტეხილი თითი და გადაწყვეტილი მყესი ხალხო, სიცოცხლის დათმობაც რომ დაგვჭირდეს ამ ბრძოლისთვის, მიშას და საქართველოს თავისუფლებისთვის ყველა თავგანწირვა ღირს.

კარგად ვარ ხალხო და ბრძოლა გრძელდება კიდევ უფრო დიდი შემართებით. თან ეს რომ არ ეზარება წეროს ან ამის თავი აქვს როდესაც თვითონ მაგ დღეშია. მერამდენე წერილია არ მახსოვს, მაგრამ დღეს განსაკუთრებულად ამიჩუყდა გული”, – წერს წითლიძე.

წინა სტატიამიხეილ სააკაშვილი  ,,ამათ აუცილებლად ჩამოვანგრევთ. თავისუფლების იდეას ესენი ვერ ჩაკლავენ”ბათუმისა და ზუგდიდის საკრებულოებში დღეს განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება
შემდეგი სტატიააშშ-ს საელჩო: კიდევ ერთხელ, იმედგაცრუებული ვართ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის პროცესის გაგრძელების გამო 
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური