მიხეილ სააკაშვილი  ,,ამათ აუცილებლად ჩამოვანგრევთ. თავისუფლების იდეას ესენი ვერ ჩაკლავენ”ბათუმისა და ზუგდიდის საკრებულოებში დღეს განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება

0
224

 ,,ამათ აუცილებლად ჩამოვანგრევთ. თავისუფლების იდეას ესენი ვერ ჩაკლავენ”  -ასე   ეხმაურება საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ბათუმისა და ზუგდიდის საკრებულოებში დღეს განვითარებულ მოვლენებს

გორის ჰოსპიტალიდან გამოგზავნილ წერილში, პატიმარი პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ მისი  საამაყო ქალაქი “ყაჩაღების ბანდის” ხელშია:

ვუყურებ ახლა ბათუმში მუსიკალური სკოლისთვის ჩემი და ლევანის აშენებულ შენობას, სადაც ოცნებამ უმაღლესი საბჭო შეასახლა.

ბათუმის მერი – გიორგი კირთაძეა, ახლა ჩვენი და მათ შორის ჩემი, საამაყო ქალაქი ყაჩაღების ბანდის ხელშია. ​ზუგდიდის მერი ანზორ მელიაა და ეს მდგომარეობა სულ მალე აღდგება.

ახლა მთავარია გავზარდოთ მასობრიობა, ბეტონის კედლად დავუდგეთ წინ მოძალადეებს – გაუჩერებელი აქტიურობა და ამათ აუცილებლად ჩამოვანგრევთ. თავისუფლების იდეას ესენი ვერ ჩაკლავენ” – ნათქვამია მიხეილ სააკაშვილის მიმართვაში.

წინა სტატიაახალ საკრებულოთა პირველი სხდომები 3 დეკემბერს გაიმართება – ცესკო
შემდეგი სტატია“ნამდვილი ჟ’ანა დ’არკი ხარ” – მიხეილ სააკაშვილმა ანი წითლიძეს წერილი მისწერა
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური