,,იმედი აქვს დაესწრება 29 ნოემბერს დანიშნულ სასამართლო სხდომას” – გიული ალასანია

0
310

 გიული ალასანია მიხეილ სააკაშვილის უმცროს ვაჟთან ნიკოლოზთან ერთად შვილის მოსანახულებლადგორის ჰოსპიტალში  მივიდა.

შეხვედრის შემდეგ იგი ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილის სისუსტე ჯანმრთელობის მხრივ გრძელდება.

“როგორ გრძნობს თავს – სისუსტე გრძელდება … განწყობა როგორი უნდა ჰქონდეს, გამოკეტილი რომ ხარ ადამიანი… სხდომასთან დაკავშირებით, იმედი აქვს რომ დაესწრება სხდომას, იმედი აქვს კი არა სურვილი აქვს, რომ უნდა დაესწროს” – ამბობს გიული ალასანია

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მომდევნო სასამართლო პროცესი 29 ნოემბერსაა დანიშნული.

მესამე პრეზიდენტი დღეს შვილმა, ნიკოლოზ სააკაშვილმაც მოინახულა – “შენ რას კითხულობ, მე რას მირჩევ?”, ბავშვი რჩევებს აძლევდა და პირიქით და ამდაგვარი ლაპარაკი იყო” – ამბობს გიული ალასანია.

„სულ ბოლოს მაინც მოიგებს… კარგი მამაა ძალიან“ –ამბობს  ნიკოლოზ სააკაშვილი

წინა სტატიააშშ-ს საელჩო: კიდევ ერთხელ, იმედგაცრუებული ვართ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის პროცესის გაგრძელების გამო 
შემდეგი სტატია,,დღეს ჩემი პაციენტი გაბრაზებული და აფორიაქებული დამხვდა, ანერვიულებს, რომ მასთან თანაგუნდელებს არ უშვებენ” – ექიმი გიორგაძე
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური