,,გამოგვაგდეს და ჭიდაობაში პოლიციამ თითიც მომატეხა, საღოლ ძმებო”- ანი წითლიძე

0
375

ზუგდიდის საკრებულოში დაძაბული ვითარებაა – ბათუმის მსგავსად, საკრებულო ძველი შემადგენლობით 2022 წლის ბიუჯეტის პროექტის დამტკიცების პროცედურას იწყებს.

ადგილზე მობილიზებულია ოპოზიციაც, რომელიც პირობას დებს, რომ საკრებულოს მუშაობას ხელს შეუშლის, შენობის მიმდებარე ტერიტორიას კი პოლიცია იცავს.

ზუგდიდის პოლიციის უფროსის ირაკლი ფაცაციას განცხადებით, შენობაში მხოლოდ  მოქმედი დეპუტატები შევლენ. დანარჩენზე უკვე შეგიძლიათ მიმართოთ საკრებულოს პრესსამსახურს,” – განაცხადა მან

,,გამოგვაგდეს და ჭიდაობაში პოლიციამ თითიც მომატეხა, საღოლ ძმებო” – დაწერა რამდენივე წუთის წინ ანი წითლიძემ ფეისბუქგვერდზე
ოპოზიციის წარმომადგენლები საკრებულოს შენობის წინაც არიან შეკრებილები.
 გარე პერიმეტრს პოლიციის უპრეცედენტო რაოდენობა აკონტროლებს 
წინა სტატიახურვალეთში ოკუპანტები ღამ-ღამობით მავთულხლართებს  აბამენ
შემდეგი სტატიაბათუმის საკრებულოში ვითარება უკიდურესად დაძაბულია
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური