#FREE MISHA   – ხალხის პრიორიტეტი, რომელიც მხოლოდ ხელს უწყობს ვადამდელ არჩევნებს – სხვა პარტიებმა თავიანთ ბარიერებს მიხედონ

0
255

გირჩი — მეტი თავისუფლების ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე აცხადებს, რომ #FREEMISHA კამპანია მისი მთავარი დღის წესრიგი არაა და ახლა მისთვის ყველაზე მთავარია სრულად პროპორციული 2%-იანი ბარიერი და რიგგარეშე არჩევნები.

ამასთანავე, ჯაფარიძის თქმით, მისთვის ახლა მთავარია საზოგადოებას აუხსნას, რომ დღევანდელ რეალობაში კონკრეტული ადამიანები ცდილობენ ძალაუფლების შენარჩუნებას, რაც ქვეყნის განვითარებასთან შეუთავსებელია.

“მთავარი ამბავი რაც მაქვს ახლა მე ასახსნელი ადამიანებისთვის, ჩემი მხარდამჭერები იქნება თუ არამხარდამჭერები, ახსნა იმის, რომ სინამდვილეში ჩვენ ვცხოვრობთ იმ რეალობაში, სადაც სხვადასხვა კონკრეტული ადამიანები ცდილობენ ძალაუფლების შენარჩუნებას და რამდენად შეუთავსებელია ძალაუფლების შენარჩუნებაზე ზრუნვა ქვეყნის განვითარებასთან. ან რესურსები იხარჯება იმაზე, რომ ქვეყანა განვითარდეს ან ეს რესურსები იხარჯება, რომ ვიღაცებმა შეინარჩუნონ ძალაუფლება. მათ შორის, ახსნა მაგ კონტექსტში, რომ სინამდვილეში ყველა პრობლემა, რაც ქვეყანაში არსებობს, დაკავშირებულია იმასთან რომ ისინი ძალაუფლებას ინარჩუნებენ”, — ამბობს ის.

ლელოს გენერალური მდივანი, ბადრი ჯაფარიძე აცხადებს, პარტია არ შეუერთდება საინიციატივო ჯგუფს, რომლის შექმნის მიზანი ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებაზე მუშაობაა. ჯაფარიძე ამბობს, რომ ჯგუფის შექმნას ხელს ვერავინ შეუშლის, თუმცა ფიქრობს, რომ ახლა დღის წესრიგში სხვა საკითხები უნდა იდგეს.

“მე ვფიქრობ, რომ ეს მოთხოვნა ამ წუთას არარეალიზებადიც არის. ახლა დღის წესრიგში უნდა იყოს ის, რომ პირველ რიგში, მიეცეს მას საშუალება, დაესწროს სასამართლო პროცესს და მიიღოს მონაწილეობა. დღეს კარლ ჰარცელმაც აღნიშნა, რომ ეს არის სწორედ ევროპული მოთხოვნაც, რომ აუცილებლად განსასჯელი უნდა ესწრებოდეს სასამართლო პროცესს და უნდა ჰქონდეს აქტიური მონაწილეობის უფლება და არგუმენტების მოყვანის საშუალება. ეს აუცილებელია”, — განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ პალიტრანიუსის ეთერში.

დეპუტატმა ხათუნა სამნიძემ განაცხადა,რომ ექსპრეზიდენტის გათავისუფლება და #FreeMisha მისი მხარდამჭერების კამპანიაა და ის სხვა პოლიტიკური პარტიების დღის წესრიგს არ წარმოადგენს. მისი თქმით, ამას თავად სააკაშვილიც ხედავს.

მიხეილ სააკაშვილის აზრით, იმისთვის, რომ გაიფანტოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ “ცირკულირებული სპეკულაციები” და ოპოზიციურ პარტიებს  მთავარ საკითხებზე კონცენტრაციის მეტი შესაძლებლობა ჰქონდეთ, უმჯობესი იქნება, თუ მისი გათავისუფლების კამპანიაზე საინიციატივო ჯგუფი იმუშავებს.

წინა სტატიასააკაშვილის სამედიცინო მდგომარეობა სტაბილურია, სისუსტე რამდენიმე კვირა შეიძლება გაგრძელდეს – ექსპერტთა დასკვნა
შემდეგი სტატიაბოლო 24 საათში კორონავირუსით კიდევ 74 ადამიანი გარდაიცვალა
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური