,,დღეს ჩემი პაციენტი გაბრაზებული და აფორიაქებული დამხვდა, ანერვიულებს, რომ მასთან თანაგუნდელებს არ უშვებენ” – ექიმი გიორგაძე

0
230

ექიმი ელენე გიორგაძე გორის ჰოსპიტლიდან გამოსვლის შემდეგ ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილთან დეპუტატები შევლენ და ამაზე მათაც, ექიმებსაც აცნობეს. მან არ დააკონკრეტა, საიდან აქვს ინფორმაცია, რომ ამჯერად პარლამენტის წევრებს ჰოსპიტალში შეუშვებენ.

ექიმი  გამოეხმაურა სააკაშვილის მოთხოვნას, რომ თუკი დეპუტატებს არ შეუშვებენ მასთან, მკურნალობას შეწყვეტს. 

 ელენე გიორგაძე ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილს მძაფრი ემოციური ფონი აქვს და მის გამოსაჯანმრთელებლად მისი ნერვიულობა არ შეიძლება. 

მედიკოსი მიხეილ სააკაშვილის გარემოცვას მოუწოდებს მესამე პრეზიდენტი სიმშვიდეში ამყოფონ. მისი თქმით, დაწესდა სამკაციანი სია, რომლის მიხედვითაც პაციენტის მონახულებას დღეში მხოლოდ სამი ვიზიტორი შეძლებს.

,,დღეს ჩემი პაციენტი გაბრაზებული და აფორიაქებული დამხვდა. პაციენტს, რომელსაც ანერვიულებენ არ ვიცი ტელევიზორით თუ სხვა რამით, ეს ჩემი პრობლემა, რა თქმა უნდა, არ არის, მე როგორც ექიმი, ამაზე ვბრაზდები, იმიტომ, რომ ყველას ვთხოვე, მის იურისტებსაც, ამხანაგებსაც, ოჯახის წევრებსაც, რომ ორი კვირა მაცადეთ, რა. ჩვენ ვთხოვეთ, რომ სამ ვიზიტორზე მეტი დღეში არ იყოს.

რასაც ამ ადამიანაზე ლაპარაკობენ, ყველაფერი ახსოვს, აბსოლუტურად არაფერი ავიწყდება, რაც ამ ადამიანს ინტელექტი და ანალიტიკური ტვინი ჰქონდა, გეუბნებით, რომ ყველაფერი ადგილზე, მაგრამ არსებობს კიდევ ასეთი ჯანმრთელობა „მენტალური“. ფსიქიატრი და ფსიქოთერაპევტი შევლენ ერთად დ ა მერე მოვისმენთ იმათ დაკსვნას, – განაცხადა  ელენე გიორგაძემ.  

.

 

 

წინა სტატია,,იმედი აქვს დაესწრება 29 ნოემბერს დანიშნულ სასამართლო სხდომას” – გიული ალასანია
შემდეგი სტატიასალომე ზურაბიშვილი გიორგი ხარჩილავას მერად არჩევას ულოცავს
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური