ბათუმის საკრებულოში ვითარება უკიდურესად დაძაბულია

0
290

ბათუმის საკრებულოში ვითარება უკიდურესად დაძაბულია – ადგილზე მობილიზუბული პოლიცია, უმაღლესი საბჭოს დეპუტატებს სხდომათა დარბაზში არ უშვებს და მათ შენობიდან გაყვანას ცდილობს.

საკრებულო 2022 წლის ბიუჯეტის პროექტის კენჭისყრას ამ წუთებში იწყებს. ოპოზიცია აღნიშნავს, რომ ბიუჯეტს წინა მოწვევის საკრებულოს, “ვადაგასული” შემადგენლობა ამტკიცებს.

“მოძალადე მკვლელობი ხართ” – მიმართავენ ოპოზიციის წარმომადგენლები “ქართული ოცნების” წევრებს.

ოპოზიცია მოითხოვს გადადგეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე. ხელისუფლების ოპონენტები ბათუმის საკრებულოს ,,ნაციონალური მოძრაობის” დეპუატატის გარდაცვალების ფაქტზე ობიექტური, გამჭვირვალე გამოძიების ჩატარებას მოითხოვენ.

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრის, გიორგი კირთაძის თქმით, მიუღებელია ოთხი წლით არჩეულმა საკრებულომ, მეხუთე წლის ბიუჯეტი დაამტკიცოს.

ოთხი წლით არჩეული საკრებულო ანუ ვადაგასული საკრებულო მეხუთე წლის ბიუჯეტის დამტკიცებას გეგმავს. ეს არის ვადაგასული საკრებულო. ის ოთხი წლით იყო არჩეული. გეგმავენ, რომ მეხუთე წლის ბიუჯერტ დაამტკიცონ, რადგან ახალი მოწვევის საკრებულოში „ქართულ ოცნებას“ უმრავლესობა აღარ აქვს. უმრავლესობის მოპოვებისთვის ყველაფერი გააკეთეს, საკრებულოს წევრიც კი გარდაიცვალა ისეთი მასშტაბის მოსყიდვასა და ზეწოლას ჰქონდა მცდელობა. საკრებულოს შეკრებას ამდენი ხანი არასდროს დასჭირვებია, 2 ოქტომბერს არჩეული საკრებულო ჯერ კიდევ არ არის შეკრებილი. ბათუმში, საკრებულოს ბიუჯეტი ოქტომბრის თვეში არასდროს დაუმტკიცებიათ. „ქართული ოცნება“ მოსწრებაზეა გადასული და ყველაფრის დარღვევით ცდილობს თავი გადაირჩინოს და შეინარჩუნოს ძალაუფლება“, -განაცხადა გიორგი კირთაძემ

წინა სტატია,,გამოგვაგდეს და ჭიდაობაში პოლიციამ თითიც მომატეხა, საღოლ ძმებო”- ანი წითლიძე
შემდეგი სტატიაზუგდიდში აქციაზე ორი აქტივისტი დააკავეს
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური