ახალ საკრებულოთა პირველი სხდომები 3 დეკემბერს გაიმართება – ცესკო

0
236

ცენტრალური საარჩევნო კომისიის განკარგულებით, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ახალ საკრებულოთა პირველი სხდომები 3 დეკემბერს გაიმართება.

ცესკომ არჩევნების შედეგად არჩეული მუნიციპალიტეტების წარმომადგენლობითი ორგანოების პირველი სხდომების მოწვევის შესახებ განკარგულება გუშინ, 25 ნოემბერს გამოსცა.

ცნობისთვის, დღეს ბათუმსა და ზუგდიდში 2022 წლის ბიუჯეტი ძველი მოწვევის საკრებულოებმა ოპოზიციის პროტესტის ფონზე დაამტკიცეს.

ახალი ბიუჯეტებით ხელფასები გაეზარდათ მერებსა და მათ მოადგილეებს.

ბათუმისა და ზუგდიდის საკრებულოებში ოპოზიციონერი დეპუტატები ამბობენ, რომ ახალი საკრებულო ამ დრომდე მიზანმიმართულად არ მოიწვიეს, რათა ფინანსური დოკუმენტი სურვილისამებრ დაემტკიცებინათ. ოპოზიციის შეფასებით, ეს პროცესი არალეგიტიმურია.

წინა სტატია5 წლის გიორგი ბერიშვილს საზოგადოების დახმარება სჭირდება
შემდეგი სტატიამიხეილ სააკაშვილი  ,,ამათ აუცილებლად ჩამოვანგრევთ. თავისუფლების იდეას ესენი ვერ ჩაკლავენ”ბათუმისა და ზუგდიდის საკრებულოებში დღეს განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური