მთავარისიახლეებიკონფლიქტებიხურვალეთში ოკუპანტები ღამ-ღამობით მავთულხლართებს  აბამენ

ხურვალეთში ოკუპანტები ღამ-ღამობით მავთულხლართებს  აბამენ

Published on

ორი დღეა, სოფელ ხურვალეთში საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები ღამ-ღამობით მავთულხლართებს  აბამენ.

 ახალი ღობეები სოფელ ხურვალეთში  ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრებმაც დააფიქსირეს. მათ ფოტო და ვიდეომასალაც გადაიღეს

მოძრაობის ლიდერის, დავით ქაცარავას თქმით, ჩასმულია ძელები და გავლებულია მავთულები, თუმცა სამუშაოები ჯერჯერობით დასრულებული არ არის და შეუძლებელია იმის თქმა, საბოლოოდ რამდენ ჰექტარ მიწას მიიტაცებენ.

მისი თქმით, სოფლის ერთ-ერთ მიწის ნაკვეთთან, სადაც ადრე ხნულები იყო გავლებული, ახლა მავთულხლართებს ამონტაჟებენ.

ეს მიწის ნაკვეთი დათა ვანიშვილის (დათა პაპას) სახლის სიახლოვესაა და იქ საოკუპაციო ძალებს ღამით პროჟექტორები მიაქვთ და ამ პირობებში მუშაობენ

სიახლეები

20 ნოემბრის დღის მეორე ნახევრიდან ამინდი გაუარესდება – სააგენტოს პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში 20 ნოემბრის დღის ბოლოდან 23 ნოემბრამდე და აღმოსავლეთ...

დაახლოებით სამი სართულის ნანგრევი ეყარა მას თავზე… ხელი როდესაც მოგვიჭირა მივხვდით, რომ კონტაქტური იყო -მეხანძრე-მაშველი 3 წლის თაიაზე

დაახლოებით სამი სართულის ნანგრევი ეყარა მას თავზე... ხელი როდესაც მოგვიჭირა მივხვდით, რომ კონტაქტური იყო ...

ალექსანდრე მუხაძეს უზენაესმა სასამართლომ 14-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის საჩივარი და პატიმრის წამებისთვის მსჯავრდებულ, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მე-8 დაწესებულების...

კორპუსის აფეთქებას ფონიჭალაში 6 ადამიანი ემსხვერპლა

ფონიჭალაში 19 ნოემბერს მომხდარ ტრაგედიას 6 ადამიანი ემსხვერპლა. დაღუპულები არიან: ხუთი შვილის დედა ნინო...