მთავარისიახლეებიპოლიტიკახელისუფლებამ უნდა იცოდეს, რომ პროტესტი არ შეწყდება და აღარავინ დარჩება მარტო...

ხელისუფლებამ უნდა იცოდეს, რომ პროტესტი არ შეწყდება და აღარავინ დარჩება მარტო მოძალადე სისტემის წინაშე”-ელენე ხოშტარია

Published on

ელენე ხოშტარია ეხმაურება ნუგზარ ფუტკარაძის  გარდაცვალებას
,,ხვალ თბილისშიც უნდა ამოვიღოთ ხმა!
გადადგეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე!
სასწრაფოდ გამოიძიონ ნუგზარ ფუტკარაძეზე ზეწოლისა და მუქარის საქმე და მისი გარდაცვალების მიზეზები!
დაისაჯოს ამ საქმეში მონაწილე ყველა პირი!
25 ნოემბერი, 12:00 საათი, ვიკრიბებით “ქართული ოცნების” ოფისთან (ერეკლე მეორეს მოედანი N3)
 “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მიერ დღეს გავრცელებული ჩანაწერები ადასტურებს, რომ ხელისუფლებამ და მასთან დაახლოებულმა პირებმა სცადეს ბათუმის საკრებულოს წევრის, ნუგზარ ფუტკარაძის მოსყიდვა და დაშინება. ნუგზარ ფუტკარაძე ამ შემთხვევიდან რამდენიმე დღეში გარდაიცვალა. მისი გარდაცვალების შემდეგ, ოპოზიციამ ბათუმის საკრებულოში უმრავლესობა დაკარგა.
“ქართული ოცნების” ხელისუფლებამ უნდა იცოდეს, რომ ჩვენ არ გვეშინია, პროტესტი არ შეწყდება და აღარავინ დარჩება მარტო მოძალადე სისტემის წინაშე!”

სიახლეები

ნიკა გვარამია საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომათა დარბაზიდან გააძევეს

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე რევაზ ნადარაიამ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერი ნიკა გვარამია სხდომის დარბაზიდან გააძევა. „საკონსტიტუციო სასამართლოს...

განგაშის ზარი უნდა დავრეკოთ, რომ ასე გაგრძელება უკვე აღარ შეიძლება. თავისი შესაძლებლობა სრულად ამოწურა, ამ ხელისუფლებამ – მეუფე იობი

„მშვიდობის ნიღბის ქვეშ ყველაფერი იყიდება. მშვიდობა შეგვინარჩუნა ამ ხელისუფლებამ, მაგრამ ვხედავთ, რომ ახალგაზრდების გადინებაა...

პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ პროკურატურა ავრცელებს. უწყების ცნობით,...

უკრაინული მიწის დათმობა მშვიდობის სანაცვლოდ – ეს უბრალოდ აბსტრაქტული სიტყვებია. პუტინი დონბასზე ლაპარაკობდა, მაგრამ შემდეგ კიევის ოკუპაცია გადაწყვიტა-ზელენსკი

"უკრაინისთვის დახმარების გაწევის მიმართ სკეპტიკური დამოკიდებულება არცერთი ევროპული ქვეყნის ინტერესებში არ შედის, რადგან საქმე...