მთავარისიახლეებიგამყრელიძე მწვანე პასპორტის ორი ვარიანტის შემოღებას არ გამორიცხავს

გამყრელიძე მწვანე პასპორტის ორი ვარიანტის შემოღებას არ გამორიცხავს

Published on

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ საქართველოში შესაძლებელია მწვანე პასპორტის ორი ვარიანტი იყოს დაშვებული – შიდა მოხმარების და საზღვარგარეთ მგზავრობისთვის.

მისივე განმარტებით, საზღვარგარეთ მგზავრობისთვის განკუთვნილი პასპორტი კოვიდგადატანილი ადამიანებისთვის 6 თვის განმავლობაში იმოქმედებს.

“ამ ეტაპზე დღეს როგორი გადაწყვეტილებაცაა, არის ორნაირი პასპორტი. ერთი შიდა მოხმარებისთვის, სადაც აღნუსხულია, რომ თუ ადამიანს ოდესმე გადატანილი აქვს, ჩაითვლება, რომ ამ პასპორტით შეიძლება მისი შესვლა სხვადასხვა დაწესებულებაში, მაგრამ საერთაშორისო მასშტაბით QR კოდს, რომელიც საზღვარზე მოწმდება და იცით, რომ ჩვენი კოდის ევროპულ QR-კოდთან ჰარმონიზირება მოხდა, იქ ცოტა სხვა საკითხია. იქ ითვლება, ბოლო 6 თვის განმავლობაში გადატანილი, ამიტომ აქ მიმდინარეობს ამაზე მსჯელობა. შესაძლებელია, დაშვებული იყოს მწვანე პასპორტის ორი ვარიანტი, რომელსაც ექნება შიდა მოხმარება და მხოლოდ გარე მგზავრობისთვის, იქ, რა თქმა უნდა, ჩვენი QR კოდი უნდა ჰარმონიზირდეს”, – თქვა გამყრელიძემ.

საქართველოში 1-ლი დეკემბრიდან მწვანე პასპორტების სისტემა ამოქმედდება. მწვანე სტატუსი აქვთ პირს, ვინც ვაქცინირებულია, გადატანილი აქვს კორონავირუსი ან წარადგენს ვალიდურ PCR ან სწრაფ ტესტს.

აღსანიშნავია, რომ მწვანე სტატუსი შეუზღუდავი ვადით ენიჭებათ მათ, ვინც პანდემიის რომელიმე ეტაპზე გადაიტანა კორონავირუსი.

მწვანე პასპორტის გარეშე გარკვეულ ობიექტებში შესვლა აკრძალულია.

სიახლეები

რევაზ ნადარაიამ დარბაზი მაია კოპალეიშვილსაც დაატოვებინა

ხმაურის და სიტყვიერი დაპირისპირების ფონზე საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე რევაზ ნადარაიამ მაია კოპალეიშვილი სხდომათა დარბაზიდან...

ნიკა გვარამია საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომათა დარბაზიდან გააძევეს

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე რევაზ ნადარაიამ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერი ნიკა გვარამია სხდომის დარბაზიდან გააძევა. „საკონსტიტუციო სასამართლოს...

განგაშის ზარი უნდა დავრეკოთ, რომ ასე გაგრძელება უკვე აღარ შეიძლება. თავისი შესაძლებლობა სრულად ამოწურა, ამ ხელისუფლებამ – მეუფე იობი

„მშვიდობის ნიღბის ქვეშ ყველაფერი იყიდება. მშვიდობა შეგვინარჩუნა ამ ხელისუფლებამ, მაგრამ ვხედავთ, რომ ახალგაზრდების გადინებაა...

პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ პროკურატურა ავრცელებს. უწყების ცნობით,...