მთავარისიახლეები"ემპათიას" ექიმები უკვე 3 დღეზე მეტია, მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად ნებართვას ელოდებიან

“ემპათიას” ექიმები უკვე 3 დღეზე მეტია, მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად ნებართვას ელოდებიან

Published on

ცენტრ “ემპათიას” ექიმთა ჯგუფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად ნებართვას ამ დრომდე ელოდება.

პენიტენციური სამსახური უკვე სამ დღეზე მეტია, ნებართვის გაცემისგან თავს იკავებს, თუმცა “ემპათიას” ხელმძღვანელი მარიამ ჯიშკარიანი ვარაუდობს, რომ სპეციალისტებს, მესამე პრეზიდენტის მონახულების საშუალება დღეს მიეცემათ.

“დიდი ხანია ვსაუბრობ ნეიროდეგენერაციულ ცვლილებებზე, რომელიც მეორადად იწვევს გარკვეულწილად ფსიქოლოგიურ და ფსიქიკურ სიმპტომებს. ძალიან სერიოზული პროცესია როგორც დიაგნოსტიკის, ასევე თერაპიის და მომდევნო რეაბილიტაციის. Pcr ტესტებიც უნდა ჩავიტაროთ და იმის მიხედვით, როდის იქნება პასუხები, ვეცდებით, რომ შევიდეთ და ვეცდებით, ეს მოხდეს დაბრკოლების გარეშე”, – თქვა მარიამ ჯიშკარიანმა.

ცნობისთვის, გორის სამხედრო ჰოსპიტალში ცენტრ “ემპათიას ექსპერტების დაუყოვნებლივ შეშვება მოითხოვა თავად მიხეილ სააკაშვილმაც. ამასთან დაკავშირებით გუშინ განცხადება “მთავარი არხის” გენერალურმა დირექტორმა, მესამე პრეზიდენტის ადვოკატმა ნიკა გვარამიამ გააკეთა.

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...