ვადა იწურება – სტრასბურგის სასამართლო საქართველოს ხელისუფლებისგან ცნობებს ელოდება

0
272

სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მიერ მიხეილ სააკაშვილის საქმეზე მხარეებისთვის ინფორმაციის მიწოდებისთვის მიცემული ვადა დღეს იწურება. 

საქართველოს მთავრობამ ევროსასამართლოს  მიხეილ სააკაშვილთან  დაკავშირებით ჯანმრთელობის მდგომარეობისა და ციხის საავადმყოფოში მისთვის გაწეული მკურნალობის შესახებ  დამატებითი დეტალები უნდა გაუგზავნოს.

ამოიწურა  ვადა, რომელიც ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განუსაზღვრა მხარეებს დამატებითი ინფორმაციის წარსადგენად. დარწმუნებული ვარ ორივე მხარე დღეს ინფორმაციას გაგზავნის” – თქვა შოთა თუთბერიძემ.

სტრასბურგის სასამართლომ ხელისუფლებას 10 ნოემბერს მიღებული შუალედური გადაწყვეტილებით  დაავალა ციხეში სააკაშვილისთვის უსაფრთხო გარემო შეექმნა და შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაეწია.

წინა სტატიაწუხელ თბილისში დაჭრილი ახალგაზრდა გარდაიცვალა
შემდეგი სტატიაზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზაზე შეზღუდვებია
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური