,,თურმე ის კონსოლიდაციისთვის უნდა გამოჩნდეს და უნდა აწამონ და, როცა ვიღაც ჩათვლის, რომ საჭირო აღარ არის, უნდა გაიწიოს. – ნიკა გვარამია მიხეილ სააკაშვილის მიმართ გაჟღერებული პრეტენზიების შესახებ

0
297

“მიხეილ სააკაშვილს ემოციური და მორალური ომი უკვე მოგებული აქვს… მან გაიარა უმძიმესი განსაწმენდელი… იბრძვის იმისთვის, რომ ივანიშვილი აღარ იყოს ხელისუფლებაში და ქვეყანა გადარჩეს”  – ნიკა გვარამია გორის  მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის შემდეგ საუბრობს

ნიკა გვარამიას თქმით, მიხეილ სააკაშვილის მთავარი ამოცანა ამ ქვეყანაში რეალობის შეცვლა და ბიძინა ივანიშვილის დამარცხებაა.

“ძალიან ცუდი საყურებელია ზოგიერთის მიერ  სახის დაკარგვა იმგვარად, რომ ადამიანის წამების შემთხვევაზე კომენტირებისას თქვა,, რომ თურმე აქცენტი გადააქვს თავის თავზე, იმით, რომ თავს აწამებინებს ბიძინა ივანიშვილს. რომ  თურმე კონსოლიდაციისთვის  უნდა გამოჩნდეს და უნდა აწამონ და, როცა ვიღაც ჩათვლის, რომ საჭირო აღარ არის, უნდა გაიწიოს.

 მიხეილ სააკაშვილი იბრძვის საკუთარი ქვეყნის გადასარჩენად, იმ ხერხებით და გზებით, რომელიც მას დატოვებული აქვს ამ ხელისუფლების მიერ და რომელსაც ძალიან ბევრი ვერაფრით ვერ შევუდგებოდით და ასე ღირსეულად, გამბედავად და სწორად ვერ მოვიქცეოდით. 

სააკაშვილმა პირადი ამოცანა დიდი ხანია შეასრულა, გაიარა ისეთი განსაწმენდელი, ამ ქვეყანაში არავის რომ არ გაუვლია ზვიად გამსახურდიას მერე. დღეს ის ჩემ თვალში გაცილებით მაღლაა, ვიდრე ვარდების რევოლუციის დროს იყო, ემოციური და მორალური ომი მას უკვე მოგებული აქვს. მაგრამ ის აქ ჩამოვიდა იმიტომ, რომ ამ ქვეყანაში  რეალობა შეიცვალოს და ქვეყანა გადარჩეს,  ივანიშვილის ხელისუფლება შეიცვალოს ვადამდელი არჩევნების გზით და შეიქნას კოლიციური მთავრობა. ეს ამოცანა, მისი აზრით, ჯერჯერობით მიღწეული არ არის, თუმცა მიაჩნია, რომ შეთანხმებული, მკაფიო და თანმიმდევრული ქმედებების პირობებში ეს შესრულებადია. დავუტოვოთ მას საკუთარი არჩევანი, როგორ იბრძოლოს ქვეყნისთვის, და ასევე საკუთარი უფლებების დასაცავად.“-თქვა ნიკა გვარამიამ.

 

წინა სტატიამარტვილის ახლადგახსნილ სკოლაში, გაკვეთილის დროს, ჭერი ჩამოინგრა
შემდეგი სტატია,,მე ვერ ვხედავ ადამიანებს, რომლებიც ჩემი სიკვდილის ფასად რაიმე სიკეთის მიღწევას უშვებდეს” – მიხეილ სააკაშვილი
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური