თურმე 50 დღიანმა შიმშილობამ დააზიანა ოპოზიციური მოძრაობა…ვინმეს გაუგია, გმირობა აზიანებდეს რაიმე მოძრაობას? – გიული ალასანია

0
268

ვინმეს გაუგია, რომ გმირობა აზიანებდეს რაიმე მოძრაობას? – განაცხადა გორის ჰოსპიტალის დატოვების შემდეგ გიული ალასანიამ. მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ, დედა ამბობს, რომ მესამე პრეზიდენტის ფსიქოლოგიური მდგომარეობა მძიმეა.

მესამე პრეზიდენტის დედა ამბობს, რომ ახლა საჭიროა საზოგადოების აქტიურობა იმისთვის, რომ მიხეილ სააკაშვილი იყოს გათავისუფლებული.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილი ფიზიკურად სუსტად არის და გადაადგილება უჭირს.

„თვალშისაცემია, რომ ადამიანი არის დათრგუნული, ძველებური არ არის, როგორსაც ჩვენ ვიცნობდით. ჩემი სურვილია, რომ ის იყოს თავისუფალი და მთელმა საზოგადოებამ უნდა იზრუნოს იმაზე, რომ ეს ადამიანი გავათავისუფლოთ – სხვა გამოსავალი არ არის

მან უკმაყოფილება ვერ დამალა იმ მოსაზრებასთან დაკავშირებით, რომ მიხეილ სააკაშვილის შიმშილობამ ოპოზიციის სტრატეგია და ერთიანობა დააზიანა:

“გაოგნებული ვარ, გუშინ უცებ მოვისმინე ერთი ბრძენი ადამიანის ესეთი განცხადება, რომ , თურმე ნუ იტყვი და, მისმა 50 დღიანმა შიმშილობამ დააზიანა თურმე ოპოზიციური მოძრობა. ვინმეს გაუგია ესეთი ისტორიული ფაქტი, რომ გმირობა აზიანებდეს რაიმე მოძრაობას? ესეთი რამე გაუგია ვინმეს? – ” ამბობს გიული ალასანია.

წინა სტატია1-ლი დეკემბრიდან რესტორნებისთვის საათობრივი შეზღუდვა იხსნება
შემდეგი სტატიადადებითი დინამიკაა. გაუჭირდა, თუმცა გუშინ საღამოს დაახლოებით 5 წუთის განმავლობაში შეძლო სიარული – ექიმი გიორგაძე მიხეილ სააკაშვილზე
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური