მთავარისიახლეებიპოლიტიკასვენ მიქსერი: ევროპარლამენტარები ძალიან არიან დაინტერესებული საქართველოს წინსვლით ევროინტეგრაციის გზაზე, თუმცა...

სვენ მიქსერი: ევროპარლამენტარები ძალიან არიან დაინტერესებული საქართველოს წინსვლით ევროინტეგრაციის გზაზე, თუმცა ევროკავშირის მოთმინება უსაზღვრო არ არის

Published on

საქართველოს საკითხებზე მთავარი მომხსენებელი ევროპარლამენტში, სვენ მიქსერი აცხადებს, რომ ევროკავშირი, მათ შორის ევროპარლამენტარები ძალიან არიან დაინტერესებულები საქართველოს წინსვლით ევროინტეგრაციის გზაზე, თუმცა აღნიშნავს, რომ ევროკავშირის მოთმინება უსაზღვრო არ არის.

მიქსერის განცხადებით, ევროკავშირს სურს საქართველოში პროგრესის ნახვა რეფორმების განხორციელების მიმართულებით.

“ცხადია, საქართველოს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, რომ ყველა გაცემული დაპირება შესრულდეს და რეფორმები წარმატებული იყოს. შეხვედრაზე ვისაუბრეთ ყოფილ პრეზიდენტზეც, ვისი ჯანმრთელობის მდგომარეობა შემაშფოთებელია. შევიტყვე, რომ მან შიმშილობა შეწყვიტა, თუმცა ვფიქრობ სიტუაციას მდგრადი გადაწყვეტა სჭირდება. იმისათვის რომ პოლიტიკურმა დისკურსმა წინ წაიწიოს და ნორმალური მიმართულება მიიღოს.

ვფიქრობ, ყველა პარტიამ უნდა გააცნობიეროს, რომ ევროკავშირი, მათ შორის ევროპარლამენტარები ძალიან არიან დაინტერესებულები საქართველოს წინსვლით ევროინტეგრაციის გზაზე, თუმცა ევროკავშირის მოთმინება უსაზღვრო არ არის. ჩვენ გვსურს ნამდვილი პროგრესის ხილვა, როგორც რეფორმების მიმართულებით, ისე ნორმალური პოლიტიკური პროცესის კუთხითაც.

დროა ყველამ გაიაზროს საკუთარი პასუხისმგებლობა, რომ დამოუკიდებელ ინსტიტუციებზე თავდასხმა და პოლიტიკური ანტაგონიზმი სრულიად არასაჭიროა. ვფიქრობ, საქართველოსთვის ევროინტეგრაციის გზაზე ახლა კრიტიკული დროა,” – აღნიშნა სვენ მიქსერმა.

სიახლეები

ურსულა ფონ დერ ლაიენი: ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის დეესკალაცია აუცილებელია რეგიონის სტაბილურობისთვის

ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენი ახლო აღმოსავლეთში ვითარების გამწვავების ფონზე სასწრაფო დეესკალაციისკენ მოუწოდა,...

კატარი: სამაგიეროს გადავუხდით ირანს

კატარი ინარჩუნებს ირანისთვის სამაგიეროს გადახდის უფლებას, კატარელ ხალხზე მისი ღია თავდასხმის შემდეგ,- ამის შესახებ...

მოსკოვი თეირანთან მუდმივ კონტაქტზეა-პესკოვი

რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ მოსკოვი ირანის ხელმძღვანელობასთან მუდმივ კავშირზე იმყოფება. მისი...

მკვლელის მკვლელობა არ არის მისალმების საგანი – ნინო წილოსანი სამძიმრის წერილზე

ყველა ქვეყნის კანონმდებლობაში მკვლელის მკვლელობა არ არის მისალმების საგანი - ასე შეაფასა "ქართული ოცნების"...