,,შვილი… – ფრაგმენტი ” გოგი გვახარიას ინ­ტერ­ვიუდან ედუ­არდ სა­ა­კაშ­ვილ­თან

0
349

“რა­დიო თა­ვი­სუფ­ლე­ბამ” ვრცე­ლი ინ­ტერ­ვიუ ჩა­წე­რა ექ­სპრე­ზი­დენტ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ვაჟ­თან ედუ­არდ სა­ა­კაშ­ვილ­თან, რო­მე­ლიც ამ­ჟა­მად ნი­დერ­ლან­დე­ბის ქა­ლაქ უტ­რეხ­ტში ცხოვ­რობს და სა­მა­გის­ტრო ნაშ­რომ­ზე მუ­შა­ობს. რო­გორც ცნო­ბი­ლია, ის ხე­ლოვ­ნურ ინ­ტე­ლექტს იკ­ვლევს.

“ეს გა­და­ცე­მა ედუ­არ­დზეა და არა მი­შა­ზე…” – ამ­ბობს სი­უ­ჟე­ტის ავ­ტო­რი გოგი გვა­ხა­რია . 

როგორია, იყო პრეზიდენტის შვილი, იმ დროს, როდესაც მამაშენი ათიათასობით ადამიანს უყვარს და ამდენივეს სძულს. რამდენად იოლია, იყო მის გვერდით, როდესაც ყველაფერში არ ეთანხმები.

ედუარდ სააკაშვილი, უტრეხტის უნივერსიტეტის სტუდენტი, საქართველოდან შორს, ჰოლანდიაში გოგი გვახარიასთან ერთად ცდილობს გაიაზროს საქართველოში მიმდინარე მოვლენები. ჰყვება მამაზე, დედასა და ბავშვობაზე, იხსენებს იმ პოლიტიკურ მოვლენებს, რომლის მომსწრეც პატარაობიდანვე გახდა.

 ინ­ტერ­ვი­უ­ს ჩა­წე­რი­სას მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი ჯერ კი­დევ შიმ­ში­ლობ­და… ”

 

ედუ­არდ სა­ა­კაშ­ვი­ლი: ” აქამ­დე ბერ­ლინ­ში ვი­ყა­ვი, იქ ვმუ­შა­ობ­დი.  ბერ­ლი­ნი გი­გან­ტუ­რი ქა­ლა­ქია. ეს ქა­ლა­ქი მყუდ­როა, პა­ტა­რა… მშობ­ლი­უ­რი გრძნო­ბე­ბი მაქვს ბავ­შვო­ბის გამო, ენა ვიცი კარ­გად. მე და ნი­კუ­შა ერ­თმა­ნეთ­ში ახ­ლაც ჰო­ლან­დი­უ­რად ვლა­პა­რა­კობთ. სა­ერ­თოდ რო­დე­საც ოჯა­ხის ერთი წევ­რი სხვა ენის წარ­მო­მად­გე­ნე­ლია, რო­გორც წესი პირ­ვე­ლი შვი­ლი კარ­გად სწავ­ლობს ხოლ­მე ამ ენას და მე­ო­რე ნაკ­ლე­ბად. ნი­კუ­შა რომ გაჩ­ნდა მე 10 წლის ვი­ყა­ვი და ვი­ცო­დი უკვე ამ ფე­ნო­მე­ნის შე­სა­ხებ. მე ვიცი მხო­ლოდ სან­დრას ჰო­ლან­დი­უ­რი, ერ­თმა­ნეთ­შიც ჰო­ლან­დი­უ­რად ვლა­პა­რა­კობთ. მი­შამ ცუ­დად იცის ენა. ერთხელ სუფ­რა­ზე ვი­ყა­ვით და მკი­თხეს, ქარ­თვე­ლი ხარ თუ ჰო­ლან­დი­ე­ლიო. ვუ­თხა­რი ქარ­თვე­ლი – მეთ­ქი, რაც სან­დრას ძა­ლი­ან გა­უკ­ვირ­და…

იქ უფრო ჩე­მია, ჰო­ლან­დი­ის პო­ლი­ტი­კა­ში რა ხდე­ბა წარ­მოდ­გე­ნა არ მაქვს… ნაკ­ლე­ბად შემ­ტკი­ვა გული.

მიშა რომ 2013-ში ამე­რი­კა­ში წა­ვი­და, ვერ გაძ­ლო, მე ძა­ლი­ან გა­მი­ხარ­დე­ბო­და, რომ მაგ გზით წა­სუ­ლი­ყო და იქ ყო­ფი­ლი­ყო, მაგ­რამ არ არის ეს მისი სტი­ლი”.

პო­ლი­ტი­კა­ში მოს­ვლის სურ­ვი­ლი არ მქო­ნია, ახლა ყვე­ლა­ზე ნაკ­ლე­ბად მაქვს. ბევ­რი უარ­ყო­ფი­თია, თუნ­დაც პი­როვ­ნუ­ლი ას­პექ­ტი. ამას თუ ოდეს­მე გა­ვა­კე­თებ, ჩემი ყვე­ლა­ზე დიდი შეც­დო­მა იქ­ნე­ბა. ეს სან­დრას მა­გა­ლი­თი­და­ნაც ჩანს. მე ძა­ლი­ან წი­ნა­აღ­მდე­გი ვი­ყა­ვი მისი პო­ლი­ტი­კა­ში ჩარ­თვის. ვურ­ჩევ­დი, არ გა­და­ედ­გა ეს ნა­ბი­ჯი”, – ჰყვე­ბა ედუ­არდ სა­ა­კაშ­ვი­ლი.

ისი თქმით, მას და ნი­კუ­შას ბა­ბუ­ე­ბის სა­ხე­ლე­ბი დაგ­ვარ­ქვეს.

“არა­ფერ შუ­ა­ში არ იყო ედუ­არდ შე­ვარ­დნა­ძე, მაგ­რამ ალ­ბათ გა­უ­ხარ­და, პა­ტა­რა რომ ვი­ყა­ვი, ხომ მი­თხრა, პრე­ზი­დენ­ტი იქ­ნე­ბიო…” – ამ­ბობს ექ­სპრე­ზი­დენ­ტის ვაჟი და აგ­რძე­ლებს:

“სან­დრას მე უფრო ვუყ­ვე­ბი ხოლ­მე თბი­ლი­სის ამ­ბებს. მიშა როცა დაბ­რუნ­და, მე ჰო­ლან­დი­ა­ში ვი­ყა­ვი. რე­ა­ლუ­რად ჩემ­თა­ნაც იმა­ვეს სა­უბ­რობს, რა­საც “ფე­ის­ბუქ­ლა­ი­ვებ­ში”.

“ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ რომ მო­ვი­და ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში სტრე­სუ­ლი მო­მენ­ტი იყო, არ ვი­ცო­დი, რო­დის და­ი­წყებ­დნენ დევ­ნას, მაგ­რამ მი­შამ გა­და­ა­ბა­რა ხე­ლი­სუფ­ლე­ბა, ძა­ლი­ან მო­მე­წო­ნა. ალ­ბათ მას ჰქონ­და იმე­დი, რომ სა­ფუძ­ვე­ლი ჩა­ეყ­რე­ბო­და მშვი­დო­ბი­ან გა­და­ბა­რე­ბას და არ და­ი­წყე­ბო­და დევ­ნა. კო­ჰა­ბი­ტა­ცი­ის გამო მე­გო­ნა, რომ აქეთ მი­დი­ო­და საქ­მე და ეს მომ­წონ­და…

თვე­ე­ბი იძახ­და მიშა, ჩავ­დი­ვარ, ჩავ­დი­ვარ… მეც რომ შევ­ხვდი, იგი­ვე მი­თხრა. ახლა ვფიქ­რობ, რო­გორც შვი­ლი, რომ რა კარ­გი იქ­ნე­ბო­და არ ჩა­სუ­ლი­ყო და ისევ უკ­რა­ი­ნა­ში იყოს, შე­მეძ­ლოს ვეს­ტუმ­რო. დავ­ფიქ­რდი და მივ­ხვდი, რომ მას ურ­ჩევ­ნია იქ იჯ­დეს ცი­ხე­ში, ვიდ­რე კი­დევ დარ­ჩე­ნი­ლი­ყო კი­ევ­ში. მას უნდა იყოს ის­ტო­რი­უ­ლი ფი­გუ­რა, თავ­გან­წირ­ვა – ეს მის­თვის ძა­ლი­ან რე­ა­ლუ­რია.

მა­ღი­ზი­ა­ნებს რომ ამ­ბობ­დნენ, არა, რა შიმ­ში­ლობ­და, ერთ კვი­რა­ში შე­წყვეტ­სო. ამ დროს ბო­ლომ­დე დარ­ჩე­ბა მისი დათ­ქმის ერ­თგუ­ლი. ურ­ჩევ­ნია გა­რის­კოს. ეს ჩემ­თვის სა­ში­ნე­ლე­ბაა. მეს­მის, რომ მას უნდა ეს, რა­ღაც დო­ნე­ზე პა­ტი­ვი უნდა ვცე მის არ­ჩე­ვანს. ეს მისი გზა არის და ისიც მარ­თა­ლია, რომ პა­ტი­მარს აქვს ამის უფ­ლე­ბა.

მთე­ლი ამ წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში რო­დე­საც “ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა” იყო ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში ბევ­რი რა­ღაც დაგ­როვ­და, ლე­გი­ტი­მუ­რად. მი­შას­თან ამა­ზე მი­სა­უბ­რია. ახლა რა ხდე­ბა, ამ ყვე­ლა­ფერს იყე­ნე­ბენ იმის­თვის, რომ გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლონ პო­ლი­ტი­კუ­რი ან­გა­რიშს­წო­რე­ბა. ამ დროს ინ­ტე­რე­სით მიქ­რე­ბა და ვე­ღარ ვფიქ­რობ ობი­ექ­ტუ­რად…

“ვიღაცეებს ურჩევნათ, სააკაშვილი იყოს მკვდარი, ვიდრე ცოცხალი”  –  ოპოზიციის ზოგიერთი წარმომადგენლის განცხადება და ქცევა ჩემს  გულისწყვეტას იწვევს.

ძალიან მაშფოთებს, მართლა შემზარავია ოპოზიციის მხრიდანაც საუბარი “აი, თქვენ არ იცით, რა მოხდება”, ნებით,თუ უნებლიეთ, ვიღაცეებს მოთხოვნილება უჩნდებათ, მართლა რომ მოკვდეს, რა მაგარ რაღაცეებს გავაკეთებთო. მართლა გამოჩნდა ალბათ, რომ ვიღაცეებში გამოიკვეთა ტენდენცია, რომ შეიძლება, მართლა ურჩევნიათ მკვდარი და არა ცოცხალი “, – ამბობს “რადიო თავისუფლებასთან ” ინტერვიუში ედუარდ სააკაშვილი.

 

წინა სტატიაგორის ჰოსპიტალში მიხეილ სააკაშვილის უკრაინელი ადვოკატი ევგენი გრუშოვეცი მივიდა
შემდეგი სტატია1-ლი დეკემბრიდან რესტორნებისთვის საათობრივი შეზღუდვა იხსნება
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური