მთავარისიახლეებიპოლიტიკანუგზარ ფუტკარაძეზე ზეწოლაში რიჟვაძის მამა და მასთან დაახლოებული პირები ამხილეს

ნუგზარ ფუტკარაძეზე ზეწოლაში რიჟვაძის მამა და მასთან დაახლოებული პირები ამხილეს

Published on

,,ქართულ ოცნებას”  სჭირდებოდა “ნაციონალური მოძრაობის” ფრაქციიდან ერთი ადამიანის გადაყვანა, რომ უმრავლესობით ყოფილიყო წარმოდგენილი ბათუმის საკრებულოში.
ბათუმის საკრებულოს დეპუტატს ნუგზარ ფუტკარაძეს ხელისუფლების წარმომადგენლები სხვადასხვა ფორმებით ემუქრებოდნენ. მასთან მოლაპარაკებას თორნიკე რიჟვაძის მამის, დათო რიჟვაძის დავალებით სათავეში ჩაუდგა ასლან აბაშიძის დროინდელი ორი მაღალჩინოსანი ძალოვანი ვაჟა თაბაგიძე და ბადრი ბაკურიძე. რამდენიმე დღეში კი ნუგზარ ფუტკარაძე გულის შეტევით გარდაიცვალა.  
ბრიფინგზე “ნაციონალური მოძრაობის” წევრებმა დღეს აუდიო ჩანაწერებიც გაასაჯაროეს, რომლითაც მათივე მტკიცებით ზემოთხსენებული ფაქტი დასტურდება

საგანგებო ბრიფინგზე გიორგი კირთაძემ განაცხადა, რომ  “ჩვენი ფრაქციის სხვადასხვა წევრებზე მიმდინარეობდა ზეწოლა, თუმცა ერთ-ერთი პირველი ვისზეც დაიწყო ზეწოლა და მოსყიდვის მცდელობა ეს გახლდათ ბატონი ნუგზარ ფუტკარაძე, რომელიც რამდენიმე დღის წინ გარდაიცვალა და კიდევ ერთხელ მინდა სამძიმარი გამოვუცხადო ოჯახს, ნათესავებს, მეგობრებს და მთელ ქვეყანას”, – გიორგი კირთაძემ.

კირთაძის განცხადებით, მასთან მოლაპარაკებას თორნიკე რიჟვაძის მამის, დათო რიჟვაძის დავალებით სათავეში ჩაუდგა ასლან აბაშიძის დროინდელი ორი ყოფილი ძალოვანი – ვაჟა თაბაგიძე და ბადრი ბაკურიძე. მისი თქმით,  ორივე მათგანს აჭარის რევოლუციის შემდეგ მოუწია აჭარიდან წასვლა და ივანიშვილის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ დაბრუნდნენ ქალაქში.

“მათ არაერთი შეხვედრა გამართეს ნუგზარ ფუტკარაძესთან, ჩვენ ამის შესახებ საქმის კურსში ვიყავით, ბატონი ნუგზარი პირადად მე მაყენებდა საქმის კურსში ამ შეხვედრების შესახებ და მაშინ როცა ეს უკვე გაუსაძლის ხასიათს იძენდა ბატონმა ნუგზარმა თვითონვე გააკეთა ჩანაწერები, დარწმუნებული ვარ მეორე მხარეც ამ ჩანაწერებს აკეთებდა და ეს ჩანაწერები მომაწოდა პირადად მე”, – თქვა კირთაძემ. 

მისი თქმით, ჩანაწერებში კარგად ჩანს როგორ სთავაზობდა ვაჟა თაბაგიძე 100 000-ს დოლარს და 20%-ს მისვლის სანაცვლოდ ასევე სთხოვდნენ უკან.

ენმ მამა-შვილი რიჟვაძეების გადადგომასა და დღეს გასაჯაროებულ აუდიოჩანაწერებზე გამოძიების დაწყებას ითხოვს. ასევე, ისინი ითხოვენ ხელვაჩაურის ახლადარჩეული მერის გადადგომასაც, რომლის ბიძაც ჩანაწერების მიხედვით ფუტკარაძის მიმართ ზეწოლაში ფიგურირებს.

ისინი მოითხოვენ, საქმე პირად კონტროლზე აიყვანოს სახალხო დამცველმა და მიმართავენ დიპლომატიურ კორპუსსაც.

სიახლეები

ზუგდიდის,რაიონულმა სასამართლომ აქტივისტი როსტო ზარანდია დამნაშავედ ცნო

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ როსტო უკვე მეოთხედ ცნო "დამნაშავედ", ამჯერადაც "დანაშაული" პროკურატურის კედელზე მზია ამაღლობელის...

მედია- აზერბაიჯანული თვითმფრინავის ჩამოგდების ბრძანება რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გასცა

აზერბაიჯანულ რედაქციაში შესულმა ანონიმურმა წერილმა შესაძლოა ახალ ფაზაში გადაიყვანოს გამოძიება, რომელიც ეხება 2024 წლის...

სომხეთის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარე-სერიოზულად უნდა განვიხილოთ რუსული არხების აკრძალვა

სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარემ, ალენ სიმონიანმა ადგილობრივ მედიასთან საუბრისას განაცხადა, რომ "სერიოზულად უნდა...

პარლამენტმა გახარიას გუნდის წევრებს სადეპუტატო მანდატები შეუჩერა

82 მომხრე - 0 წინააღმდეგი - "ოცნების" პარლამენტმა გახარიას გუნდის წევრებისთვის სადეპუტატო მანდატების ვადაზე...